სიახლეები
თბილისში IV საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი ჩატარდება
01/04/2017
31 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით, „ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის IV საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი" ჩატარდება.
თბილისის IV საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი სამინისტროს მხარდაჭერითა და
"საქართველოს ქორეოგრაფთა ასოციაციის" ორგანიზებით ტარდება.
სამინისტროს განცხადებით, კულტურის სფეროში ტრადიციულ მოვლენად ქცეული ფესტივალი შემოქმედებით და შემეცნებით-საგანმანათლებლო ხასიათს ატარებს და ქორეოგრაფიული დარგის განვითარებას, ვახტანგ ჭაბუკიანის შემოქმედების პოპულარიზაციასა და მისი საგანძურის შენარჩუნებას ისახავს მიზნად.
„ფესტივალში წელს ქართველებთან ერთად, მონაწილეობენ მოცეკვავეები აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან და რუსეთიდან. ფესტივალის მონაწილეებს საშუალება ექნებათ წარდგნენ ფართო საზოგადოების წინაშე, გამოცდილება მიიღონ დაგაუზიარონ კოლეგებს; მოხდება პროფესიული ცოდნის გაცვლა ქართველ და უცხოელ ქორეოგრაფებს, პედაგოგებს, მონაწილეებს შორის“, - აცხადებენ სამინისტროში.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















