Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


gwrh

დიუსელდორფში საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ღვინის მწარმოებელი 23 კომპანია მონაწილეობდა

27/03/2017

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფშიღვინისა დაალკოჰოლიანი სასმელებისყოველწლიური საერთაშორისოგამოფენა ProWein-2017 ჩატარდა, სადაც ღვინისეროვნული სააგენტოსადა ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს მხარდაჭერით, ქართული ღვინისმწარმოებელი 23 კომპანია მონაწილეობდა",- ინფორმაციას ამისშესახებ ღვინისეროვნული სააგენტოავრცელებს. 

გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის 2 დეგუსტაცია გაიმართა ევროპის წამყვანი მეღვინეობის ჟურნალ „ვინუმის“ (Vinum) სტენდზე, რომელსაც გამოცემის მთავარი რედაქტორი რუდოლფ კნოლი (Rudolf Knoll) უძღვებოდა. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო 14 დასახელების ქართული ღვინო.

როგორც რუდოლფ კნოლმა განაცხადა, დეგუსტაციის მიმართ იმდენად დიდი იყო ინტერესი, რომ მას გათვალისწინებულზე ორჯერ მეტი სტუმარი დაესწრო.

“გამოფენის ფარგლებში, 2 დღის განმავლობაში ჩატარდა ქართული ღვინის დეგუსტაცია ვინუმის სტენდზე. სტუმართა რაოდენობამ გადააჭარბა ყოველგვარ მოლოდინს, რაც, ვფიქრობ გამოწვეულია იმით, რომ საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო მსოფლიოში უკვე აღიარებულია. რასაკვირველია, დიდი ინტერესია ქვევრის ღვინისადმი და ქართული ღვინის ჯიშებისადმი - ვუსურვებქართულ ღვინოს წარმატებას და წინსვლას“ - აღნიშნა რუდოლფ კნოლმა.

ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს აღმასრულებელმა დირექტორმათინა კეზელმა აღნიშნა, რომ საქართველო აღნიშნულ გამოფენაში 2000 წლიდან მონაწილეობს, თუმცა ქართული სტენდი ასეთი წარმომადგელობითი არასდროს ყოფილა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced