სიახლეები
თბილისში ახალი საფეიქრო საწარმო აშენდება
24/03/2017
ახალ საფეიქრო საწარმოს შპს „ტიფლის ტექსტილი“ თბილისში, კაიროს ქუჩის N81-ში გახსნის.
კომპანია საწარმოში 3 872 268 ლარის ინვესტიციის განხორციელებას და,
პირველ ეტაპზე, 24 ადამიანის დასაქმებას გეგმავს. წარმოების გაფართოებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც გაიზრდება.
ახალი საწარმოს ასაშენებლად შპს „ტიფლის ტექსტილს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სამთავრობო პროგრამა - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, კაიროს ქუჩაზე 9 492 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 1 ლარად გადასცა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამა - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, უკვე 231 პროექტია მხარდაჭერილია, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 512.01 მლნლარს შეადგენს, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა - 280.35 მლნ ლარს, ხოლო დასაქმებულთა ჯამური რაოდენობა 10,311 ადამიანს.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















