Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


gepow

საპატრიარქოში წიგნის “საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითი მმართველობის სხდომის ჟურნალები” პრეზენტაცია გაიმართა

23/03/2017

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებით საპატრიარქოში წიგნის “საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითი მმართველობის სხდომის ჟურნალები” პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციას თბილისის მერი დავით ნარმანია, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა ვაშაყმაძე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელობა და საზოგადოებისთვის ცნობილი პირები, მღვდელმთავრები, სასულიერო პირები ესწრებოდნენ.

შეკრებილებს პრეზენტაციის დასაწყისში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიმართა. უწმინდესის თქმით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით წელს არაერთი ღონისძიება გაიმართება. 
“ჩვენ შევდგით ფეხი ამ წელიწადში, რომელსაც აქვს დიდი მნიშვნელობა და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თარიღი არის 100 წლისთავი ავტოკეფალიის აღდგენისა. მთელი წელიწადი იქნება განხილვა ამთარიღისა და ახლა ჩვენ ვიწყებთ ამის განხილვას”, - აღნიშნა პატრიარქმა. 

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced