სიახლეები
ფილმის „ჩემი ბედნიერი ოჯახის“ რეჟისორები ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი პრიზით საუკეთესო რეჟისურისთვის დაჯილდოვდნენ
20/03/2017
სოფიას საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვის ცერემონიაზე, ქართული ფილმის „ჩემი ბედნიერი ოჯახის“ რეჟისორები ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი პრიზით საუკეთესო რეჟისურისთვის დაჯილდოვდნენ
სოფიას კინოფესტივალი 9-19 მარტს გაიმართა, სადაც მთავარ საკონკურსო პროგრამაში ქართულ ფილმთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ცამეტი მხატვრული ფილმი იყოწარდგენილი.
„ჩემი ბედნიერი ოჯახის“ მსოფლიო პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე შედგა, საერთაშორისო პრემიერა კიბერლინის კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმს ყველა გავლენიანი გამოცემა გამოეხმაურა, საერთაშორისო პრესამ „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ წლის საუკეთესო ფილმად და მომავალი წლის ოსკარის კანდიდატად მოიხსენია.
ეს პირველი ქართული ფილმია, რომლის გლობალური დისტრიბუციის უფლებები კომპანია „ნეტფლიქსმა“ შეიძინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფილმი მსოფლიოს 130 ქვეყანაში საერთაშორისო მაყურებლისათვის ხელმისაწვდომი გახდება. „ნეტფლიქსი“ არის ინტერნეტ კინოგაქირავების ამერიკული, მსხვილი კომპანია, რომელსაც უახლესი მონაცემებით, 2017 წლის იანვარში 93,8 მილიონი მომხმარებელი ჰყავდა. „ნეტფლიქსის“ პრემიერამდე, 2017 წელს, „ჩემი ბედნიერი ოჯახის“ ნახვას მაყურებელი საფრანგეთის, გერმანიისა დასაქართველოს კინოეკრანებზე შეძლებს.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















