სიახლეები
"სხვა საქართველო" - გამოფენა თიბისი გალერეაში
20/03/2017
"სხვა საქართველო" - ასე ჰქვიაფოტოგამოფენას, რომელიც მთამსვლელთადა მოგზაურთაკლუბ "თეთნულდის" ორგანიზებით ქუთაისშიგაიხსნა. ექსპოზიციას თიბისიბანკის საგამოფენოსივრცე მასპინძლობსდა ისმთამსვლელთა დამოგზაურთა კლუბისწევრების ირანშიმოგზაურობას ასახავს.
გამოფენაზე 25 ფოტონამუშვარია წარმოდგენილი, რომელთა ნაწილი ფერეიდნელი ქართველების ცხოვრებას ასახავს. კლუბის წევრების თქმით, ექსპედიციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ფერეიდნელი ქართველების გაცნობა და მათთან დამეგობრება იყო.
ირანში მოგზაურობის იდეა "თეთნულდს" ორი წლის წინ გაუჩნდა, 2017 წლის იანვარში კი ირანს 12 დღით ესტუმრა კლუბის 5 წევრი. მათ ფერეიდნელ ქართველებთან ერთად დალაშქრეს მწვერვალი მთაციხე და მარანჯაბის უდაბნოში იმოგზაურეს. ექსპედიციის წევრებმა ასევე დალაშქრეს მწვერვალი შაჰანყუფი, რომელიც ზღვის დონიდან 4040 მეტრის სიმაღლზე მდებარეობს. ექსპედიციის წევრები ამბობენ, რომ მოგზაურობაც და გამოფენაც სპარსეთში ქართველების გადასახლების 400 წლისთავს ეძღვნება.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















