Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


ewgewg

საკვირაო ქადაგება (19.03.2017)

19/03/2017

19 მარტს საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ,სამები საკათედრო ტაძარში, მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

უწმიდესმა ქადაგებისას აღნიშნა, რომ დღევანდელი კვირა არის ჯვრის თაყვანისცემის კვირა და უფალს შესთხოვა, ყველას შეაძლებინოს საკუთარი ჯვრის ბოლომდე მიტანა.

“უფალი იესო ქრისტე ბრძანებს: ვისაც უნდა შემოდგომა ჩემდა, უარყე თავი შენი, აიღე ჯვარი შენი და შემომიდექ მე. რა ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც უარყოფს თავსა თვისსა და აიღებს ჯვარსა თავისასა. ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანი სხვის ჯვარს იღებს – რამდენად მძიმეა თავისი ჯვარი და უფრო მეტად მძიმეა სხვისი ჯვარი. უფალი აძლევს ჯვარს მისი ძალის მიხედვით. შევთხოვთ უფალს, რომ მოგვცეს ჯვარი ჩვენი – ის ჯვარი, რომელსაც ჩვენ ბოლომდე მივიტანთ, ის ჯვარი რომელიც მსუბუქ არს ჩვენთვის, ის ჯვარი, რომელიც ღვთის ნებით იქნება მოცემული ჩვენთვის”, – ბრძანა პატრიარქმა.

პატრიარქის თქმით, 25 მარტს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის 100 წლისთავი აღინიშნება. ამ დღეს შესრულდება საზეიმო წირვა-ლოცვა, რომელსაც თავად უწმინდესი სვეტიცხოვლის ტაძარში აღავლენს.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced