Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


wgwwq

ქართულმა ღვინომ იაპონიაში უმაღლესი ჯილდო, "ბრილიანტი" მოიპოვა

17/03/2017

ღვინის ეროვნული სააგენტოსინფორმაციით, "ვაზიანი კომპანის" ღვინომ - "საფერავი 2015" იაპონიაში, "საკურას" კონკურსის უმაღლესიჯილდო - "ბრილიანტი" (Diamond Trophy) მოიპოვა.

აღნიშნული ღვინო მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში „საკურას“ კონკურსში „ორმაგი ოქროს“ მფლობელი გახდა და კონკურსის წესების თანახმად, წარდგენილი იყო გამოფენაზე „Foodex Japan 2017“ უმაღლესი ჯილდოს - “ბრილიანტის” (Diamond Trophy) მოსაპოვებლად. 

„საკურას“ კონკურსის უმაღლესი ჯილდო „ვაზიანი კომპანის“ წარმომადგენელს დღეს ტოკიოში, „Foodex Japan 2017“-ზე საზეიმო ვითარებაში გადაეცა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი ქართული ღვინისთვის მნიშვნელოვანს უწოდებს აღნიშნულ წარმატებას.

„ვულოცავ კომპანიას ამ დიდ წარმატებას. მსგავს პრესტიჟულ კონკურსებში გამარჯვება ხელს შეუწყობს როგორც კონკრეტული კომპანიის, ასევე ზოგადად ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას იაპონიის მნიშვნელოვან საექსპორტო ბაზარზე, სადაც ღვინის ეროვნულ სააგენტოს მიმდინარე წელს აქტიური მარკეტინგული ღონისძიებები აქვს დაგეგმილი” - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced