Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


egqe

"ჩემი ხმა საზოგადოებაში"- დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის კვირეული 15 მარტს დაიწყება

13/03/2017

15 მარტს, 13:00 საათზე, კომპეტენციის ცენტრში „კორპორაციული პასუხისმგებლობის კლუბის“ წევრებთან შეხვედრით, გაიხსნება დაუნისსინდრომის მსოფლიოდღის კვირეულისაქართველოში, რომლის წლევანდელიმთავარი მესიჯია „ჩემი ხმასაზოგადოებაში“.

ღონისძიებაზე, რომელსაც კლუბის წევრი ბიზნესკომპანიების, საჯარო უწყებებისა და არასამთავრობო ასოციაციის წარმომადგენლები დაესწრებიან, კვირეულის ორგანიზატორები გააცნობენ დამსწრეებს ორგანიზაციის ისტორიას, მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობებს და განიხილავენ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსაც. შეხვედრის ბოლოს მოხდება ჭრელი წინდებით ფოტოების გადაღება სოციალურ ქსელებში მათი გავრცელების მიზნით.

კავშირი „ჩვენი ბავშვები“ და „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია“ წელს მეექვსედ აღნიშნავს მსოფლიო დაუნის სინდრომის დღეს საქართველოში. 2017 წლის მესიჯიდან გამომდინარე, კამპანიის მოქმედი პირები იქნებიან თავად დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები, რომლებიც ისაუბრებენ საკუთარი უფლებების შესახებ. კვირეულის ძირითადი მიზანი კი საზოგადოებაში დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა სრულუფლებიან მოქალაქეებად დამკვიდრების ხელშეწყობაა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced