სიახლეები
პირველი ქართული ანიმაცია ნიუ-იორკის საბავშვო ფილმების ფესტივალზე წარადგინეს
11/03/2017
27 წლის ანაჩუბინიძე პირველი ქართულ-ფრანგული ანიმაციური ფილმის „ჯიბის კაცის“ (The Pocket Man) ავტორია. ახალგაზრდა ილუსტრატორმა „ჯიბის კაცზე“ ცნობილი ფრანგულისტუდიის “ფოლიმაჟის” ანიმატორ, მარიონ შარიესთანერთად იმუშავა. ანიმაციის ჩვენება ფრანგულტელევიზია canal + ზე იგეგმება. აღნიშნულის შესახებინფორმაციას თიბისიბანკი ავრცელებს.
მანამდე კი, ანას ნამუშევარი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საბავშვო ფილმების ფესტივალში, New York International Childrens Film Festival მონაწილეობს. ფესტივალში 2500 განაცხადიდან მხოლოდ 100 ფილმმა მოიპოვა მონაწილეობის უფლება. ანა პირველი ქართველია, ვისი პროექტიც ფესტივალის ფინალისტებს შორის მოხვდა. იგი შეერთებულ შტატებში 15 მარტს უნდა გაემგზავროს, რათა თავისი ნამუშევრის მსოფლიო პრემიერაზე შეძლოს დასწრება. გასამგზავრებელი თანხის შეგროვებაში მას სტატუსის საქველმოქმედო პლატფორმა statusdonates.ge ეხმარება.
ამ ისტორიის შესახებ მომზადებული ვიდეო და დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ვებგვერდზე www.statusdonates.ge , სადაც ასევე შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ თქვენთვის საინტერესო სხვა ისტორიებს.
თიბისი სტატუსმა ახალი, ინოვაციური პლატფორმის პრეზენტაცია 2016 წლის 28 დეკემბერს გამართა. პროექტის დაწყებისთანავე, პირველ ეტაპზე ფინანსური მხარდაჭერა მიიღეს სოფელ ძეგვში არსებულმა თავშესაფარმა და შემოქმედებითი განათლების სტუდია CES-მა; ხოლო მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულ მოსწავლეებს თიბისი სტატუსის ერთწლიანი სტიპენდია დაენიშნათ.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















