Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


ewmfoqe

კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (12.03.2017)

12/03/2017

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ყველაფერს თავისი დრო და ჟამი აქვს. სოლომონ ბრძენი ამბობს: „ჟამი არს ომისა და ჟამი არს მშვიდობისა; ჟამი არს ნგრევისა და ჟამი არს შენებისა“. ჩვენ დღეს ვდღესასწაულობთ წმ. გრიგოლპალამასხსენებას. დიდიწმინდანია, დიდიმოღვაწეაგრიგოლპალამა! როდესაციგიგანმარტავსფერისცვალებისნათელს, აღნიშნავს, რომუფალმააჩვენამოციქულებსნათელიიმზომით, რამდენისდატევნაცმათშეეძლოთ. მეტირომყოფილიყო, ისინივერაიტანდნენ. დღესჩვენვფიქრობთიმისშესახებ, თურამდენინათელისატანაშეგვიძლიაჩვენ, ანრაუნდაგავაკეთოთიმისათვის, რომნათელიქრისტესიიყოსჩვენშიდაჩვენსგარშემო?

ძალიან სმწუხაროა, რომ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა ბნელი ხშირად ჯობნის ნათელს; როცა ბნელი აბნელებს ჩვენს მიდამოს, ჩვენს სულსა და გონებას, ჩვენს სახლს. აი ჩვენ მივიღეთ ცნობა, რომ ღამე მანქანების მტვრევა და ნგერვა ყოფილა აჭარაში, ბათუმში, სიტყვით გამოვიდა პრემიერ-მინისტრიც და ძალიან ვწუხვართ, რომ ეს ხდება საქართველოში, რომელიც არის წილხვედრიყოვლადწმინდისაღვთისმშობლისა.

სამწუხაროა ისიც, რომ არეულობა ძალიან ხშირად ეხება ეკლესიასც. უნდა ვეცადოთ, სიმშვიდე შევინარჩუნოთ სულში, გულში, გონებაში, ოჯახშიდაშვილებსვაჩვენოთმაგალითისიმშვიდისა.

მე იმედი მაქვს, რომ ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა. ეხლა ვთქვათ: „მოწყალებისა კარი განგვიღე…“

ყველას, – მთელს საქართველოს, ეძლევა ლოცვა-კურთხევა, რომნაკურთხიწყალიასხუროთთქვენსსახლებში, ეზო-კარშიდადააკმიოთსაკმეველი, რომბოროტმაარგძლიოთ, არამედგანშორდესიგისაქართველოს!

დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ ღმერთმა და შეგეწიოთ ლოცვა-კურთხევა გრიგოლ პალამასი.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced