Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


ფწეგქწგქწ

ხელოვნების მუზეუმში მუზეუმის რეაბილიტაციის გეგმის პრეზენტაცია გაიმართა

08/03/2017

საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გამოფენა „შედევრები ხელოვნების მუზეუმის კოლექციებიდან“ და ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაციის გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო. გამოფენის პარალელურად დამთვალიერებელი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის განვითარების გეგმას გაეცნო. 

„მნიშვნელოვანი სიახლეა იმ პროცესის დაწყება, რომელსაც ხელოვნების მუზეუმში ათწლეულების განმავლობაში არსებული პრობლემის გადაწყვეტის დაწყება ჰქვია. ვგულისხმობ ძალიან მძიმე ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას. მიხარია, რომდიდი ხნის პრობლემა ძალიან მალე გადაწყდება და ეს შედევრები შესაბამის სივრცეში გადაინაცვლებს. ვფიქრობ, დაახლოებით წელიწადნახევარი დაგვჭირდება, რომ ინფრასტრუქტურა მთლიანად მოწესრიგდეს. საბოლოო თანხას საპროექტო დოკუმენტაციის სრულყოფის შემდეგ გავიგებთ, თუმცა ვფიქრობ, დაახლოებით 3 მილიონ ლარზე იქნება საუბარი, თუმცა ეს დასაზუსტებელია“, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ. 

საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის, დავით ლორთქიფანიძის თქმით, ხელოვნების მუზეუმის შენობა თითქმის 200 წლის არის და ის აშენებული არიყო, როგორც მუზეუმი. ლორთქიფანიძის ინფორმაციით, მუზეუმის რეაბილიტაციის საკითხი ათწლეულებია დგას. „დღეს არის დასაწყისი იმდიდი პროცესისა, რასაც ხელოვნების მუზეუმისა დაამ ქუჩისთვის, ახალი სიცოცხლის მიცემა ჰქვია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრია. ყველას ვიწვევ, რომხშირად მოვიდნენ, ნახონ როგორც ჩვენი შედევრები, ასევე ისგეგმები, რომელიც დაკავშირებულია განვითარებასთან. პროცესი ძალიან ფართოა დაის არ ეკუთვნის მხოლოდ მუზეუმს. ასე რომ, ყველა არის ამპროცესის თანამონაწილე. რამდენიმე წლის შემდეგ, ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ, რომ ქალაქში გაჩნდა ცენტრი, რომელიც ემსახურება მომავალს დაიყენებს ჩვენს წარსულს“, - განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ. 

2016 წელს ეროვნულ მუზეუმს სარგებლობაში გადაეცა ხელოვნების მუზეუმის მომიჯნავე 3100 კვ.მ. ფართის მქონე შენობა, რომლის პროექტირება უკვე დასრულებულია. ახალი შენობის დაგეგმვისას გათვალისწინებულია ხელოვნების მუზეუმის შენობაში მომუშავე თანამშრომლების გადაყვანა და მუზეუმში დაცული კოლექციების გადატანა უსაფრთხო ადგილას, რაც შესაძლებელს გახდის ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის რეაბილიტაციას. რეაბილიტაციის შემდგომ, შენობაში მუზემის კოლექციებისთვის საექსპოზიციო სივრცეები მოეწყობა.

ხელოვნების მუზეუმში დღეს მოწყობილ ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ხელოვნების მუზეუმის კოლექციებში დაცული ქართული და მსოფლიო ხელოვნების უნიკალური ნიმუშები: ბერნანდო დადის, ლუკას კრანახის (უფროსი), გვიდო რენის, იან სტენის, იაკობ ვან რეისდალის, ივან აივაზოვსკის, ოგიუსტ როდენის, პაბლო პიკასოს, ვასილი კანდინსკის, რობერტ ფალკის ნამუშევრები; ნიკო ფიროსმანაშვილის, ლადო გუდიაშვილისა და დავით კაკაბაძის შედევრები. დამთვალიერებელი გაეცნო ქართული ხელოვნების გამორჩეულ ნიმუშებს, როგორიცაა: ღვთისმშობლის მცირე კარედი ხატი უბისიდან (XIV), აპოკალიფსი – იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება, II-III საუკუნეების ჭვირული ბალთები ჭიათურიდან; ქვის, ძვლის, ლითონისა და თიხის სხვადასხვა დანიშნულების არტეფაქტები უფლისციხის არქეოლოგიური გათხრებიდან; ყურანის ხელნაწერის თავფურცელი; ყაჯარული მხატვრობის უნიკალური ნიმუში, სვეტიცხოვლის კანკელის ფილა, V-VI საუკუნეების სტელა ბოლნისის ტაძრიდან და სხვ.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced