Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


წფ

სალომე ჯაში ზაგრების დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულია

08/03/2017

სალომე ჯაშის დოკუმენტურიფილმი "დაისის მიზიდულობა" მორიგი საერთაშორისოჯილდოს მფლობელიგახდა. "დაისის მიზიდულობა" ზაგრების დოკუმენტურიფილმების საერთაშორისოფესტივალის მთავარკონკურსში იღებდამონაწილეობას, სადაც საუკეთესოფილმად აღიარესდა ჯილდო Big Stamp გადასცეს.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალზე კიდევ ერთი ქართული ფილმი - "გოგიტას ახალი ცხოვრება" აჩვენეს, რომელზე მუშაობაც რეჟისორმა ლევან კოღუაშვილმა ცოტა ხნის წინ დაასრულა. ფილმის მსოფლიო პრემიერა ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების საერთაშორსო ფესტივალზე IDFA შედგა.

ზაგრების დოკუმენტური ფილმების ფესტივალი ხორვატიაში 2005 წლიდან ტარდება და იგი მაყურებელს ყოველწლიურად სთავაზობს საუკეთესო კრეატიულ დოკუმენტურ ფილმებს სხვადასხვა ქვეყნიდან.

"დაისის მიზიდულობა" ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია.
ფილმის მსოფლიო პრემიერა ნიონის კინოფესტივალზე შედგა, სადაც იგი მთავარი ჯილდოს The Main Prize of Regard Neuf section მფლობელი გახდა.

"დაისის მიზიდულობას" ასევე აქვს მოპოვებული 2 ჯილდო იჰლავას საერთაშორისო კინოფესტივალზე (Best Central and Eastern European Film; Best Debut Documentary Film), ჯილდო საუკეთესო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპული ფილმის შექმნისთვის რუმინეთის Astra Film Festival-ზე და მთავარი ჯილდო ჩილეში, ვალდივიის კინოფესტივალზე.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced