Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


წეფწ

ირანელი და ქართველი ფოტოხელოვანების გამოფენა „ზღვა - მეგობრობის სიმბოლო“ გაიმართება

08/03/2017

საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილება 9 მარტს, 18:00 საათზე, ირანული ფოტოგრაფიის დაფილმების კვირეულის ფარგლებში, წარმოადგენენ ირანელი და ქართველი ფოტოხელოვანების გამოფენას, სახელწოდებით „ზღვა - მეგობრობის სიმბოლო“

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ირანელი და ქართველი ავტორების 60 ნამუშევარი, რომლებიც ერთიანდება თემატური მოტივით „ზღვა - მეგობრობის სიმბოლო“. ფოტონამუშევრებში თემატური საწყისი - ზღვა, ფიგურირებს როგორც ერთიანობის, მეგობრობის, განწყობის სიმბოლო, როგორც სივრცე, რომელიც პერსპექტივაში შეიძლება გულისხმობდეს ყველაფერს, რაცადამიანურ და საზოგადო ინტერესებს უკავშირდება. 

გამოფენა დამთვალიერებელს წარუდგენს ერთმანეთისგან განსხვავებული იდეოლოგიის მქონე ფოტოხელოვანების თემატურად ერთიან, ორგანულ და ჰარმონიულ ხედვას.

ირანული ფოტოგრაფიის დაფილმების კვირეულის ფარგლებში, ირანული ფილმების ჩვენება გაიმართება 10 მარტს, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა დაკინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში“, - აღნიშნულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინფორმაციაში.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced