Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


fwewq

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს საპატრიარქოში

08/03/2017

ა.წ. 8 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მღვდელმთავრებთან ერთად საქართველოს საპატრიარქოში მიიღო საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბატონი ნიკოს კოძიასი თანმხლებ პირებთან ერთად. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ელჩი საბერძნეთში ბატონი იოსებ ნანობაშვილიც.

ვიზიტი მეგობრულ ხასიათს ატარებდა და მიზნად ისახავდა საბერძნეთის რესპუბლიკასა და საქართველოს ეკლესიას შორის ისტორიულად არსებული კავშირების განმტკიცებას და სამომავლო პერსპექტივების დასახვას. სტუმარმა მისი უწმინდესობა მიიწვია საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბერში, ათენში გაიმართება.

კათოლიკოს-პატრიარქმა და საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced