Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


wgeqeewfg

ხელოვნების მუზეუმში გამოფენა - „შედევრები ხელოვნების მუზეუმის კოლექციებიდან“ გაიმართება

05/03/2017

საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გამოფენა „შედევრები ხელოვნების მუზეუმის კოლექციებიდან“ და ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაციის გეგმის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიება 6 მარტს, 17:00 საათზე მოეწყობა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ხელოვნების მუზეუმის კოლექციებში დაცული ქართული და მსოფლიო ხელოვნების უნიკალური ნიმუშები: ბერნანდო დადის, ლუკას კრანახის (უფროსი), გვიდო რენის, იან სტენის, იაკობ ვან რეისდალის, ივან აივაზოვსკის, ოგიუსტ როდენის, პაბლო პიკასოს, ვასილი კანდინსკის, რობერტ ფალკის ნამუშევრები; ნიკო ფიროსმანაშვილის, ლადო გუდიაშვილისა და დავით კაკაბაძის შედევრები. 

დამთვალიერებელი გაეცნობა ქართული ხელოვნების გამორჩეულ ნიმუშებს: ღვთისმშობლის მცირე კარედი ხატი უბისიდან (XIV), აპოკალიფსი – იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება, II-III საუკუნეების ჭვირული ბალთები ჭიათურიდან; ქვის, ძვლის, ლითონისა და თიხის სხვადასხვა დანიშნულების არტეფაქტები უფლისციხის არქეოლოგიური გათხრებიდან; ყურანის ხელნაწერის თავფურცელი; ყაჯარული მხატვრობის უნიკალური ნიმუში, სვეტიცხოვლის კანკელის ფილა, V-VI საუკუნეების სტელა ბოლნისის ტაძრიდან და მრავალი სხვა.

გამოფენაზე წარმოდგენილია ნამუშევრები შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ყველა კოლექციიდან და აღსანიშნავია, რომამ კონცეფციით ბოლო ათწლეულების განმავლობაში მათი წარდგენა ფართო საზოგადოების წინაშე პირველად მოხდა. 

გამოფენის პარალელურად დამთვალიერებელი გაეცნობა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის განვითარების გეგმას. 

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced