სიახლეები
პატრიარქის ქადაგება (02.03.2017)
02/03/2017
დღეს დამთავრდა ანდრია კრიტელის კანონი და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ მოგვეცა საშუალება ამ კანონის წაკითხვისა. კანონი ანდრია კრიტელის იწყება სიტყვები: „საიდან ვიწყო მე გლოვა, საიდან ვიწყო მე ტირილი“. ყოველი ადამიანი გარემოცულია ცოდვებითაც და სიკეთითაც. შენდობის კვირიაკეს მე გითხარით, რომ საოცარია ადამიანის ბუნება. როგორ იტევს იგი ამდენ სიკეთეს და ამდენ ბოროტებას და ეს სიკეთე და ბოროტება ადამიანში გვერდიგვერდ მყოფობს.
ანდრია კრიტელი ამბობს, რომ შევქმნათ სათნოებათა კეთილთა საქმეთა კიბე, რომლითაც ჩვენ უნდა ავიდეთ ზეცად. ყოველმა ადამიანმა უნდა ჩაიხედოს თავის გულში. ქმნის თუ არა ამ კიბეს. სად დგას იგი – მარჯვენა მხარეს თუ მარცხენა მხარეს. თვითონ ადამიანი ირჩევს მარჯვენასაც და მარცხენასაც და აი ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და უნდა დავარკვირდეთ ჩვენს თავს და გავარჩიოთთუსადარისმარჯვენადასად, – მარცხენა.
როცა ადამიანი აკეთებს კეთილ საქმეს, როცა ლოცულობს, მარხულობს, უნდა ახსოვდეს, რომ ეს შურს ეშმაკს და შურით უყურებს მას. აი, ახლა ჩვენ აქ ვლოცულობთ, ვკითხულობთ ანდრია კრიტელის კანონს და ჩვენი მორწმუნე ადამიანები სადღაც ციხეში არიან და არჩევენ ბოროტ საქმეებს. შევთხოვთ უფალს, რომ „უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით”.
ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა მადლი მოგცეთ, მადლი – უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი. მადლი, რომელიცკურნავსადამიანს, ისმადლიღვთისა, რომლისგარეშეადამიანივერცხონდება.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და ბედნიერი აღდგომა გაგვითენოს. ამინ!
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















