Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


ე

თსუ-ს საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტმა Case Matrix Network-თან პარტნიორობით დიალოგის ფორმატის შეხვედრას უმასპინძლა

01/03/2017

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტმა Case Matrix Network-თან პარტნიორობით დიალოგის ფორმატის შეხვედრას უმასპინძლა, რომელიც საერთაშორისო დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობის მექანიზმებს მიეძღვნა.

ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში თსუ-სსტუდენტებსა და პროფესორებთან ერთად საქართველოს მთავარი პროკურატურის, იუსტიციისა დაშინაგან საქმეთა სამინისტროების, უზენაესი სასამართლოს, სახალხო დამცველის აპარატისა დაარასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. 


შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსიები თემებზე - თანამედროვე საერთაშორისო სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განვითარება, "კომპლემენტარობის" პრინციპის პრაქტიკაში გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხები, საერთაშორისო დანაშაულის ეროვნულ დონეზე სისხლის სამართლებრივი დევნისა და საერთაშორისო დანაშაულებისთვის ინდივიდუალური სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მექანიზმები. 

აკადემიკოსმა ლევან ალექსიძე ხაზი გაუსვა სამართლის ახალგაზრდა დარგის - საერთაშორისო სისხლის სამართლის - გარშემო საქართველოს აკადემიურ სივრცეში კვალიფიციური დისკუსიის წარმართვისა და ამ სფეროში მაღალი აკადემიური ხარისხის ქართულენოვანი სამეცნიერო დაპრაქტიკული ნაშრომების შემუშავების მნიშვნელობას. პროფესორმა ქეთევან ხუციშვილმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო სისხლის სამართლის აქტუალური საკითხების სამართლებრივი დაპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით გადაწყეტილებების მიღების კომპლექსურობასა და საამისოდ როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულად მომზადებული პროფესიონალების როლზე. 

დისკუსიის მონაწილეებმა თსუსაერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის პარტნიორი ორგანიზაციის - Case Matrix Network-ისა დაქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით განიხილეს საერთაშორისო დანაშაულების დოკუმენტირებისა დადოკუმენტების შენახვის პრაქტიკა, საერთაშორისო დანაშაულებისთვის სისხლის სამართლებრივი დევნის ალტერნატივების გამოყენების შესაძლებლობა. 

”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”, ”კონსტიტუციის 42-ემუხლისა” და ”ადამიანის უფლებების ცენტრის” ჩართულობით დისკუსიის ნაწილი მიეძღვნა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისას და შემდგომ პერიოდში ძირითადი საერთაშორისო დანაშაულების გამოძიების პროცესს, ფაქტების დადგენასა დაინდივიდუალური განაცხადების წარდგენის საკითხს. 

შეხვედრის ფარგლებში გაიმართა ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თემაზე ქართულ ენაზე პუბლიკაციის წარდგენა.

აკადემიკოს ლევან ალექსიძის განმარტებით, თსუ-სიურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი გაგაგრძობს საერთაშორისო სისხლის სამართლის თეორიისა დაპრაქტიკის კვლევას, აკადემიურ და პრაქტიკულ დისკუსიას, საქართველოში სისხლის სამართლის საერთაშორისო მართლმსაჯულების სფეროსთან დაკავშირებული შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობას. 

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced