Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


გეწგწქ

ახალგაზრდული იდეების კონკურსი დაიწყო

01/03/2017

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა ახალგაზრდული იდეების კონკურსი გამოაცხადა. 

კონკურსის მთავარი მიზანია ახალგაზრდული ორგანიზაციების მხარდაჭერა, სხვადასხვა თემაზე პროექტების დაფინანსება დაახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა. ბავშვთა დაახალგაზრდობის განვითარების ფონდი არის სახელმწიფო უწყება, რომელიც იდეების პროგრამის განხორციელებით ხელს უწყობს ქვეყანაში ახალგაზრდების სხვადასხვა კუთხით განვითარებას, მათ არაფორმალურ განათლებას, ახალგაზრდული არასამთავრობო სექტორის გაძლიერებას და ახალი არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნას, ახალგაზრდების დასაქმებას მათივე იდეების ფარგლებში დასამუშაო გამოცდილების დაგროვებას, საქართველოს მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდების მიერ ინიცირებული საინტერესო იდეების განხორციელებას გადაწყვეტილების მიღების, კულტურის, განათლების, სოციალური მეწარმეობის, გარემოს დაცვის სფეროებში. 

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, რომლებიც საკუთარ იდეებს წარმოადგენენ წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების შესაბამისად.

კონკურსთან დაკავშირებული სიახლეები, პროგრამული პრიორიტეტები და შეფასების კრიტერიუმები ბავშვთა დაახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორმა ირაკლი ჟორჟოლიანმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო.

იდეების კონკურსით დაინტერესებულებს მინისტრმა მიმართა და აღნიშნა, რომ 2013 წლიდან დღემდე ფონდმა 210 პროექტი დააფინანსა, მათშორის 42 სოციალური საწარმოა. ამ პერიოდის განმავლობაში 1 000-ზე მეტი ახალგაზრდა დასაქმდა. სწორედ ასეთი მაგალითები დაგასულ წლებში განხორციელებული პროექტები ქმნის წარმატებულ პრეცედენტებს დადამატებით სტიმულს აძლევს ფონდის პოტენციურ ბენეფიციარებსაც.
საზოგადოებას ხის ოსტატი ზაზა გათენაშვილიც მიესალმა, რომელმაც თავის შეგირდებთან ერთად ღონისძიებაზე მცირე გამოფენა წარმოადგინა. მისი თქმით წეროვანში, სადაც დევნილების კომპაქტური ჩასახლებაა, არანაირი რესურსი არ გააჩნდა სახელოსნოს მოსაწყობად. სამინისტროსა და ფონდის ხელშეწყობით კი, არათუ საკუთარი სახელოსნო აღჭურვა, არამედ საშუალება მიეცა რომ 30-მდე შეგირდიც აეყვანა და მათ ინტენსიურად ასწავლის ხეზე მუშაობას. სახელოსნოში შექმნილი ნაწარმი ,,ეთნოდიზაინის’’ მაღაზიაში იყიდება, მიღებული თანხები წახალისების საშუალებაა როგორც ოსტატის, ისე მისი შეგირდებისთვის. ახლახან სახელოსნოსთან თანამშრომლობა ტურისტულმა ორგანიზაციებმაც დაიწყეს, რომლებიც უცხოელი ტურისტებისთვის მომზადებულ ტურში ითვალისწინებენ სახელოსნოს დათვალიერებას, რაც ადგილზევე უწყობს ხელს სახელოსნოში შექმნილი ნაკეთობების რეალიზაციას. 

ახალგაზრდული იდეების კონკურსის პროგრამული მიმართულებებია: 

1. დასაქმების ხელშეწყობა და არაფორმალური განათლება, რომელიც თავის მხრივ მოიცავს სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობას და სკოლიდან სამუშაოზე გადასვლის პროცესის ხელშეწყობას, არაფორმალური განათლების მიღებას დაამ მიმართულებით ახალგაზრდების განვითარებას;
2. სამოქალაქო მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობა, რომელიც მოიცავს გარემოს დაცვაზე ზრუნვას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩასართავად შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარებას და კულტურას (განსაკუთრებით კრეატიული ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობას);

2017 წელს უპირატესობა მიენიჭება:* რეგიონიდან შემოსულ პროექტებს, აგრეთვე მაღალმთიანი (საქართველოს კანონით „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ’’) დაიძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურად დასახლებული რეგიონებიდან წარმოდგენილ პროექტებს; 
* ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელი ახალგაზრდებისა და სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის (თავი III, პუნქტი III) მიხედვით განსაზღვრული სპეციალური საჭიროებების მქონე ახალგაზრდების, მოწყვლადი ჯგუფების ინტეგრაციას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
პროექტები მიიღება მხოლოდ ელექტრონული წესით. დაინტერესებული ორგანიზაციები პროექტის წარმოდგენამდე უნდა დარეგისტრირდნენ ფონდის ვებგვერდზე და ამის შემდეგ შეავსონ ელექტრონული აპლიკაცია. 

საკონკურსო ვადის დასრულებამდე ფონდი პერიოდულად გამართავს საკონსულტაციო შეხვედრებს თბილისსა და რეგიონებში. პირველი შეხვედრა 9 მარტს, 14:00 საათზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში გაიმართება. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია. შეხვედრების განრიგი განთავსდება ფონდის ვებგვერდზე: www.fondi.gov.ge

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced