სიახლეები
საქართველოში ტრანსპლანტაციის საერთაშორისო ქსელის სასწავლო ვიზიტი იწყება
26/02/2017
საქართველოში ხვალ, ტრანსპლანტაციის საერთაშორისო ქსელის სასწავლო ვიზიტი იწყება. აღნიშნულის თაობაზე, ხვალ, თურქეთიდან ჩამოსული ტრანსპლანტოლოგთა ჯგუფი პრესკონფერენციას გამართავს. საქართველოში ვიზიტით იმყოფება ტრანსპლანტაციის საერთაშორისო ქსელი ITN-ის ტექნიკური გუნდი, ტრანსპლანტოლოგები, კერძოდ თირკმლის და ღვიძლის გადანერგვის ქირურგები, ასევე ჯანდაცვის ბიზნეს-ექსპერტები.
ვიზიტს მასპინძლობს საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაცია ხელმძღვანელი, პროფესორი გია თომაძე, რომელსაც რამდენიმეწლიანი ურთიერთობა აკავშირებს თურქეთის ტრანსპლანტაციის ფონდთან, რომლის თავმჯდომარეა ეიაფ კავეჩი. ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება სემინარები, რომლის ძირითადი თემებია: ორგანოთა დონაცია და ტრანსპლანტაცია თურქეთსა და საქართველოში, ტრანსპლანტაციის საერთაშორისო ქსელი, ცოცხალი და გვამური დონორის ღვიძლის გადანერგვა, ICU ღვიძლის ტრანსპლანტაციაში და სხვ.
ვიზიტის ერთ-ერთმთავარ მიზანს წარმოადგენს გვამურ ორგანოთა გადანერგვის პროგრამის დაწყება და HLA ლაბორატორიის შექმნა. პრესკონფერენცია 27 თებერვალს, 18:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ გაიმართება.
საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, საქართველოში დღეისათვის 257 ორგანოგადანერგილი პაციენტი ცხოვრობს. მათგან 203 თირკმელგადანერგილია, 52 ღვიძლგადანერგილი, ხოლო 2 გულგადანერგილი. დარგის განვითარებას აფერხებს ისფაქტი, რომ ქვეყანაში არ არსებობს გვამური დონაცია. ამ მიზანს ემსახურება თურქი კოლეგების ჩამოსვლა დადაპირებული ქსოვილოვანი ტიპირების ლაბორატორიის ჩამოყალიბება.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















