სიახლეები
შენდობის კვირა
26/02/2017
ყველიერის შვიდეულის ბოლო კვირა დღე ერთადერთია მთელი წლის განმავლობაში, რომელსაც განსაკუთრებული სინანულითა დასულიერი განწმენდის სურვილით ხვდება თითოეული ქრისტიანი. ამ დღეს ყველა ტაძარში აღესრულება საგანგებო ღვთისმსახურება, იკითხება შენდობის ლოცვები. ეკლესია ამ დღეს სამოთხიდან ადამის განდევნას იხსენებს. ეკლესიის სწავლებით, პირველქმნილი ადამიანების მიერ სამოთხის დატოვების მიზეზი სინანულის არქონა გახდა. ამიტომ, ეს დღე საყოველთაო სინანულისკენ მოწოდებაა, რადგან მარხვის დარღვევით დაიკარგა სამოთხე, მარხვის დაცვით კიიგი მოიპოვება.
ამონარიდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II ქადაგებიდან:
“დღეს განსაკუთრებული დღეა, მას მიტევებისკვირა ეწოდება, რომელიც წელიწადშიმხოლოდ ერთია. დღევანდელ დღესყოველი მართლმადიდებელი მორწმუნეუფრო ღრმადიხედება თავისსულში, უფრო ცხადადხედავს თავისცოდვებსა დანაკლს დაშესთხოვს უფალს, რომ სულიწმიდაგადმოვიდეს მასზედა დაძალი მაღლისაჰფარვიდეს, რათა სულიერადგანიწმინდოს. ეს დღეწინა დღეადიდი მარხვისა, რომელიც სწორედსინანულისა დასულიერი განწმენდისმარხვას წარმოადგენს.
თქვენთვის ცნობილია, რომ მიტევებისკვირა ჯერკიდევ პირველსაუკუნეებში დააწესესეგვიპტის უდაბნოშიმოღვაწე მამებმა. ამ დღესბერები ერთმანეთისაგან ცოდვებისშენდობას ითხოვდნენდა უდაბნოშიაღდგომის საგალობელთაგალობით გადიოდნენ, რადგან არიცოდნენ მშვიდობითდაუბრუნდებოდნენ თუარა თავიანთმონასტრებს აღდგომისათვის” (სიონი, 25 თებერვალი, 1996წ.).
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















