Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


qebeqg

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ოკუპაციიდან 96 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართება

23/02/2017

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, 25 თებერვალს ოკუპაციიდან 96 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართება

ღონისძიებაზე გამოფენაც მოეწყობა, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოს დამოუკიდებელი აქტი, ოკუპაციის პერიოდის ამსახველი ფოტომასალა და ოკუპაციის შესახებ იმდროინდელ პრესაში გამოქვეყნებული სტატიები.

„ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მოწყობილ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, ოკუპაციის პერიოდის ამსახველი ფოტომასალა ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ფოტოკოლექციიდან. ასევე წარმოდგენილი იქნება აქამდე გამოუქვეყნებელი საარქივო მასალები - მარო მაყაშვილის დაბადების მოწმობის, დიპლომების, ჯანმრთელობის ცნობის, დაღუპული იუნკერების სიების და ა.შ. ფოტოასლები. ასევე, გამოიფინება ოკუპაციასთან დაკავშირებით იმდროინდელ პრესაში გამოქვეყნებული სტატიები და პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრების პირადი ნივთები, რომლებიც ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში ინახება“, - აღნიშნულია ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციაში. 

ღონისძიება 25 თებერვალს, 15:00 საათზე გაიმართება და ისტორიკოსები დიმიტრი სილაგაძე და ანტონ ვაჭარაძე მოკლედ მიმოიხილავენ ოკუპაციის პერიოდში განვითარებულ მოვლენებს. 

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced