Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


rhre

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს "ათეშგა" ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა

21/02/2017

საქართველოს კულტურისა და ძეგლთადაცვის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოსმთავრობის გადაწყვეტილებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლ „ათეშგას“ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა.

ათეშგა თბილისის ერთ-ერთი უძველესი საკულტო ნაგებობაა. იგი კალას უბნის ზედა ნაწილში, ნარიყალას ციხის ქვეშ, გომის N3-ში მდებარეობს. ათეშგა საქართველოში ცეცხლთაყვანისმცემელთა (ათეშ - სპარსულად ცეცხლი, გაჰ - ადგილი, იგივე „ცეხლის საგზებელი“) ერთადერთი შემორჩენილი ჩარდახი-ტაძარია; ნაგებობა, ზოროასტრული ცეცხლის ტაძრებისათვის დამახასიათებელი ტრადიციული გეგმარებითა და სტრუქტურითარის ნაშენები, რომელსაც ძველქართულად არტოშანს უწოდებდნენ. ათეშგას კოშკურა ნახევარსფერული გუმბათით, თბილისის თითქმის ყველა საარქივო გრაფიკულ გამოსახულებაზეა.

სხვადასხვაისტორიული ცნობისა და მკვლევართამოსაზრებების მიხედვით, ნაგებობა V-VII საუკუნეებითთარიღდება. ათეშგამ სახე იცვალა საუკუნეთა განმავლობაში. არსებული მოსაზრების თანახმად, ნაგებობა 1724 წლიდან თბილისში გაბატონებული თურქების მიერ მეჩეთად გადაკეთდა, 1735 წელს, თურქების თბილისიდან განდევნისას ნადირშაჰის მიერ დანგრეული ორი მეჩეთიდან ერთ-ერთად, სწორედ აღნიშნული ნაგებობა მოიაზრება.

1986 წლის 14 ნოემბერს, სსსრ მინისტრთა საბჭოს N° 706 დადგენილებით, „ათეშგას“ განესაზღვრა ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი. 2007 წლის 1 ოქტომბერს, თბილისში მდებარე ძეგლებისთვის, საბჭოთა პერიოდში მინიჭებული სტატუსები გადამტკიცდა, რის შედეგადაც „ათეშგას მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი შეუნარჩუნდა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთადაცვის სამინისტროს ინიციტივითა და მთავრობისგადაწყვეტილებით, 2017 წლის 21 თებერვალს „ათეშგას“ ხელახლა განესაზღვრა ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced