Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Meeting

საეკლესიო საკითხებთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის მეორე სამუშაო შეხვედრა

12/08/2011

12 აგვისტოს, მთავრობის კანცელარიაში გაიმართა საეკლესიო საკითხებთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის მეორე სამუშაო შეხვედრა.

შეხვედრაზე კომისიის წევრები დაამტკიცეს.

"პირველ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ შეიქმნებოდა ოთხი კომისია. დღევანდელ შეხვედრაზე დავამტკიცეთ კომისიის წევრები. შევთანხმდით, რომ ერთად შევიმუშავებთ დებულებებს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ კომისიების მუშაობა ძალიან შედეგიანი იქნება", - აღნიშნა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ნიკა გილაურმა.

მისივე თქმით, დებულებას მთავრობა სექტემბრის დასაწყისში დაამტკიცებს, ხოლო 15 სექტემბერს ოთხივე კომისიის შეხვედრები ჩატარდება.

საეკლესიო საკითხებთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის პირველი შეხვედრა 19 ივლისს გაიმართა. კომისიას კოორდინირებას ნიკა გილაური გაუწევს. 

კომისია სხვადასხვა მიმართულებით იმუშავებს: ქართული ეკლესიის სტატუსი საერთაშორისო არენაზე და საზღვარგარეთ; ქონების განმსაზღვრელი კომისია; შენობა-ნაგებობების, კულტურული ძეგლების განმსაზღვრელი კომისია და მონიტორინგის კომისია.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced