სიახლეები
22 თებერვალი – ნაწილთა აღმოყვანება ღირსისა გაბრიელ სალოსისა და აღმსარებელისა (2014)
22/02/2017
2012 წლის 20 დეკემბერს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისგანჩინებით, არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) წმიდანად შეირაცხა, ღირსი მამაგაბრიელი აღმსარებელისა სალოსის სახელით. მისი ხსენების დღედ დაწესდაახ. სტ. 2 ნოემბერი.
2014 წლის 22 თებერვალს გაიხსნა ღირსიმამა გაბრიელის საფლავი. წმინდანაწილები სამთავროს წმიდა ნინოსსახელობის დედათა მონასტრის ფერისცვალების ტაძარში გადაასვენეს, სადაც მღვდელმთავრებმა და სხვასასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს. ამის შემდეგ, ღირსი მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებისამთავროს ფერისცვალების სახელობის ტაძრიდან სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში გადააბრძანეს, სადაც მეორე დღეს, 23 თებერვალს, მაღალყოვლადუსამღვდელოესი ჭიათურისა და საჩხერისმიტროპოლიტის დანიელის უპირატესობით, წირვა აღასრულესსაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდისმღვდელმთავრებმა.
2014 წლის 24 თებერვალს, ღირსი მამაგაბრიელის წმიდა ნაწილები სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრიდან თბილისში, ყოვლადწმიდა სამების სახ. საპატრიარქო ტაძარში გადააბრძანეს, სადაც მასშეეგება უწმიდესი და უნეტარესისრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისადა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე. მრევლს საშუალება ჰქონდა მოელოცაწმინდა ნაწილები. ყოვლადწმიდა სამების სახელობისსაპატრიარქო ტაძარში, ღირსი მამაგაბრიელის წმიდა ნაწილებთან, მომლოცველთა ნაკადი არწყდებოდა და იმ დღეებში, ასი ათასობით ადამიანი მიეახლა სიწმიდეს.
2014 წლის 1 აპრილიდან, ღირსი მამაგაბრიელის წმინდა ნაწილები დაბრძანებულია მცხეთაში, სამთავროს წმიდა ნინოსსახელობის დედათა მონასტრის ფერისცვალების ტაძარში.
2015 წლის 29 ნოემბერს, სამთავროს წმიდა ნინოს დედა მონასტრის ფერისცვალების სახელობის ტაძარში, წირვა აღასრულა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, წმიდა სინოდის წევრ მღვდელმთავართა თანამსახურებით, რა დროსაც, ღირსი მამა გაბრიელის წმიდა ნაწილები ჩაბრძანებულ იქნა ტაძრის ჩრდილოეთ კედელთან სპეციალურად მოწყობილ ქვის ლუსკუმაში.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















