Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


gege

კათოლიკოს-პატრიარქის პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით (21.02.2017)

21/02/2017

მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სიტყვა საქართველოს პრეზიდენტთან და წმინდა სინოდის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე(საპატრიარქო21.02.2017) 

თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, გულითადად მოგესალმებით, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის და პირადად ჩემი სახელით.

ეს ორი კვირა ძალიან რთული იყო ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა და იძულებული ვიყავი წავსულიყავი გერმანიაში და იქ მემკურნალა. გააკეთეს ძალიან რთული ოპერაცია. აი, ამ დროს შეიქმნა რაღაც უცნაური სიტუაცია, რომელიც ისტორიას არ ახსოვს, საქართველოს ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს. ასეთი შემთხვევა და ეს არის არა მარტო ეკლესიის პრობლემა, არამედ ერის პრობლემა და სახელმწიფოს პრობლემა, ამიტომ ჩვენი ხელისუფლება აქტიურად უნდა ჩაერთოს ამაში და ვფიქრობ, რომ თქვენ გრძნობთ ამის მნიშვნელობას.

უკვე მოდის გამოძახილი უცხოეთიდან, კითხულობენ რა ხდება საქართველოში. ჩვენ არა გვაქვს გარკვეული პოზიცია, გარკვეული გამოძიება და ამიტომ თქვენ უნდა დაგვეხმაროთ. ერთობლივი გამოძიება უნდა შედგეს – სახელმწიფოსი და ეკლესიისა და ხალხს უნდა მივცეთ პასუხი. ხალხი ღელავს.

ვფიქრობ, რომ ყველაფერი დამშვიდდება და კარგად იქნება, მაგრამ ყოველ მოვლენას თავისი სახელი უნდა დაერქვას და ხალხი უნდა დაკმაყოფილდეს და დამშვიდდეს.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced