სიახლეები
კონსტანტინე ვარდელის მხარდასაჭერი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება
10/02/2017
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიისა დაზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის” ორგანიზებით, 15 თებერვალს, 19:00 საათზე, კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში, კონსტანტინე ვარდელის მხარდასაჭერი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.
საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობენ: დავით ხრიკული, სანდრო ნებიერიძე, ანაჭანია, ელისო ბაბუაძე, თამარ ქორქაძე, ირინა პლატონოვა, ელენე შაშიაშვილი, ბელა ურუშაძე, ქეთი კვიცინაძე, სოფო შარაშენიძე, სამუსიკო სკოლა “ნიჭიერთა ათწლედის” უფროსკლასელთა ორკესტრი დაგუნდი, საღამოს უდირიჟორებს მაესტრო ვახტანგ კახიძე.
”კონსტანტინე ვარდელმა თავის ქალის ღიატრავმა და ქალის ფუძის მოტეხილობა მიიღო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღემდე რთულია და საჭიროებს ხანგრძლივ რეაბილიტაციას. მისდასახმარებლად, სამუსიკო სკოლა “ნიჭიერთა ათწლედის” ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, გაიხსნა სპეციალური ანგარიში კონსტანტინე ვარდელის დასახმარებლად”, - აცხადებენ კულტურის სამინისტროში.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















