Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


vwvwvw

ლიტერატურული კონკურსი „საბა - 2017” დაიწყო

30/01/2017

თიბისი ბანკმა” ლიტერატურული კონკურს „საბას“ დაწყება გამოაცხადა. კონკურსზე წიგნების წარდგენა უკვე შეუძლიათ ავტორებსა და გამომცემლებს, რისთვისაც მათ უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადი კონკურსის ვებგვერდზე: saba.com.ge. განაცხადების მიღება 15 თებერვლამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც „საბას“ ჟიური წიგნების განხილვას შეუდგება და გასული წლის ლიტერატურულ მოსავალს შეაფასებს. კონკურსის ჟიურის წევრებს „საბას“ მრჩეველთა საბჭო შეარჩევს. საბჭოს შემადგენლობაში შედიან ლიტერატორები: პროფესორი ზურაბ კიკნაძე, პოეტი, ლიტერატორი ვახტანგ ჯავახაძე, მთარგმნელი და პოეტი დავით წერედიანი. მათ მიერ შერჩეული წლევანდელი ჟიურის ვინაობა, ტრადიციულად, კონფიდენციალური იქნება და დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.


წლევანდელი წელი პრემია „საბასთვის“ საიუბილეოა. წელს „საბა“ მეთხუთმეტედ ტარდება. 2003 წლიდან 2016 წლამდე „საბამ“ გასცა 128 პრიზი 112 სხვადასხვა ავტორზე; ჯამურად გაცემულია საპრემიო თანხა 500 000 ლარის ოდენობით; „საბას“ ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში ამ ხნის მანძილზე 55-მა სხვადასხვა ლიტერატორმა იმუშავა, 2 300-ზე მეტი წიგნი განიხილა; სამჯერ გაიზარდა საკონკურსო წიგნების რაოდენობა, გასამმაგდა ჯამური საპრემიო თანხა და კონკურსს დაემატა 3 ახალი ნომინაცია. გასული წლის საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს „საბა“ წელსაც 11 ნომინაციაში გამოავლენს, ესენია: საუკეთესო რომანი, საუკეთესო პოეტური კრებული, საუკეთესო პროზაული კრებული, საუკეთესო პიესა, საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი, საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა, საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა, უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი, ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი, საუკეთესო ელექტრონული წიგნი და ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.

წელსაც, გასული საკონკურსო წლის მსგავსად, „საბას“ ერთ-ერთ გამარჯვებულს მკითხველები გამოავლენენ. კერძოდ, ნომინაციაში „საუკეთესო დებიუტი“. ჟიურის რჩეულთან ერთად, მკითხველთა ფავორიტიც დაჯილდოვდება საბას პრიზითა და ფულადი პრემიით. საზოგადოება გამარჯვებულის არჩევაში ივლისიდან ჩაერთვება, როდესაც ჟიური კონკურსის ფინალისტებს დაასახელებს. ხმის მიცემა „საბას“ ვებგვერდზე და Facebook გვერდზე 2 თვე გაგრძელდება. საკონკურსო წიგნების სია გამოქვეყნდება „საბას“ ვებგვერდზე saba.com.ge, სადაც, კონკურსის მსვლელობის პარალელურად, განთავსდება საკონკურსო წიგნების ელექტრონული ვერსიები და საზოგადოებას საშუალება ექნება, შეიძინოს და გაეცნოს მათ. კონკურსის ფინალისტების ვინაობა ივლისში გახდება ცნობილი. სექტემბერში კი 12 გამარჯვებული მიიღებს “თიბისი ბანკისგან” „საბას“ პრიზს და სოლიდურ ფულად პრემიებს. საპრემიო ფონდი 52 ათასი ლარს შეადგენს. 

პრემია „საბა“ 2003 წელს დააფუძნა “თიბისი ბანკმა” და პენ ცენტრმა. პრემიის მიზანია გასული ერთი წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენა. 

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced