სიახლეები
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის განცხადება (23.01.2017)
23/01/2017
“როგორც მოგეხსენებათ, გასული წლისნოემბერში, ვარძიის ტაძარში გაჩენილიხანძრის შედეგად გაიჭვარტლა ტაძრის ფრესკები. მუშაობას შეუდგა რესტავრატორთა ჯგუფი, რომლებმაცშეისწავლეს დაზიანების ხარისხი, მაგრამმკაცრი კლიმატის გამო, გადაწყვიტესგაზაფხულისთვის გააგრძელონ სარესტავრაციო სამუშაოები.
ვადასტურებთ, რომ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიასა და კულტურულიმემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსშორის იყო სიტყვიერი შეთანხმება, რომ რესტავრაციისმიმდინარეობის პროცესში, დროებით შეჩერებულიყო ღვთისმსახურება და დაკეტილიყოტაძარი მომლოცველებისთვის და ტურისტებისთვის, რაც დღემდე ძალაშია.
მოგახსენებთ, რომ საეკლესიო კანონის თანახმად, მოქმედ ტაძარში ორმოცი დღისგასვლის შემდეგ, აუცილებელია შესრულდეს ღვთისმსახურება. მხოლოდ ამდროის გასვლის შემდეგ ჩატარდავარძიაში წირვა მონასტრის ძმობისთვის და ასევეწირვა ჩატარდა უდიდეს საეკლესიოდღესასწაულზე – შობას. ღამისთევის წირვაზე მობრძანებულმომლოცველებს (დაახლოებით 20 ადამიანი) მონასტრის ძმობა უარსვერ ეტყოდა ღვთისმსახურებაში მონაწილეობაზე.
დანარჩენი დროის განმავლობაში ტაძარი დაკეტილია.
სამწუხაროა, რომერთეული შემთხვევა, რომელიც ვერ დაამძიმებდატაძარში არსებულ მდგომარეობას, უარყოფით კონტექსტში იქნა განხილული.
აღვნიშნავთ, რომ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიამ იმთავითვე გამოთქვა სურვილი დადღესაც მზადაა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულსააგენტოსთან ერთად მიიღოს მონაწილეობავარძიის ფრესკების რესტავრაციაში. ვიმედოვნებთ, რომ საერთოძალისხმევით, დროულად მოხერხდება უნიკალური ფრესკების რესტავრაცია, მათ დაუბრუნდებათხანძრამდელი სახე და ჩვეულრეჟიმში გაგრძელდება ღვთისმსახურება.
ვარძიაში აღვლენილი წირვა-ლოცვისმადლი ეწეოდეს სრულიად საქართველოს.”
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















