სიახლეები
პატრიარქის ქადაგება (ნინოობა 27.01.2017)
27/01/2017
სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.
ჩვენთან არს ღმერთი!
ქრისტესმიერ საყვარელნო დანო და ძმანო, ყველას სიყვარულითა და სიხარულით გილოცავთ ნინოობას. წმინდა ნინოს ლოცვა-კურთხევა გფარავდეთ თქვენ და საქართველოს.
წმინდა ნინო თქვენ იცით იყო კაბადოკიელი და ღვთის შეწევნის იმედად შეძლო ასეთი დიდი მოგზაურობა საქართველოსკენ. მან იცოდა, რომ საქართველო წარმართული ქვეყანა იყო, მაგრამ იცოდა ისიც, რომ აქ ინახება კვართი უფლისა და ძალა ღვთისა მუდამ იყო მასზე. დიდება უფალს, რომელიც ადამიანს აძლევს ჯვარს და მასთან ერთად აძლევს ძალას, რომ ატაროს ეს ჯვარი, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს იგი.
ჩვენ დღეს შევთხოვთ წმინდა ნინოს, რომ შუამდგომელი იყოს წინაშე ღვთისა, რათა საქართველო დამშვიდდეს, გაძლიერდეს და გამთლიანდეს. ჩვენ მოხარული ვართ, რომ დღეს წირვას ესწრება ჩვენი ხელისუფლება – პრემიერ მინისტრი და მინისტრები… შევთხოვთ უფალს, რომ ძალა ღვთისა და მადლი ღვთისა იყოს მათი და საქართველოს მფარველი.
დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამა ზეციერმა.
ჩვენთან არს ღმერთი!
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















