Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


rbwb

ბერლინალეზე წელს რამდენიმე ქართული ფილმი იქნება წარმოდგენილი

19/01/2017

ბერლინის პრესტიჟულ კინოფესტივალზე წელს საქართველომასშტაბურად იქნება წარმოდგენილი. მსოფლიოს ერთ-ერთწამყვან კინოფესტივალზე ერთდროულად რამდენიმე ქართული ფილმიმოხვდა. ამ ეტაპზე ცნობილია 3 ქართული ფილმი, რომელსაც ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის სხვადასხვა სექციაში აჩვენებენ. აღნიშნულის შესახებ შესაბამისსინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

სექციაში Forum შედგება ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონგროსის ფილმის „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ ევროპული პრემიერა. მანამდე კი „ჩემიბედნიერი ოჯახი“ სანდენსის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.

ბერლინალესსექციაში Forum წარდგენილია კიდევ ერთი ქართული დოკუმენტური ფილმი - რატი ონელის „მზის ქალაქი“, ხოლო სექციაში Generation ნათია ნოკოლაშვილის ანიმაციურ ფილმს „ლი.ლე“ აჩვენებენ.

აღსანიშნავია, რომ სამივე ფილმი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერითაა შექმნილი.

ეროვნულიკინოცენტრი ბერლინალეს ფარგლებში ორგანიზებულ ევროპული კინოს ბაზრობაზე საქართველოს სტენდს მეთორმეტედ წარადგენს. საქართველო წელს კოპროდუქციის ბაზრობის ფოკუსშია, რომელსაც ყოველწლიურად 600-ამდე წამყვანი რეჟისორი და პროდიუსერიესწრება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. კინოფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი აქტივობა, სადაც აქტიურად მოხდება ქართული კინოინდუსტრიის პოპულარიზაცია და საქართველოს, როგორც მიმზიდველი გადასაღები ქვეყნის წარდგენა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced