სიახლეები
საქართველო მსოფლიოს ყველაზე დიდ წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრად მიიწვიეს
16/01/2017
საქართველო 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისსაპატიო სტუმარი ქვეყანა იქნება. აღნიშნულთან დაკავშირებით ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისდირექტორი იურგენ ბოოსი საქართველოსესტუმრა.
საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგენასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ფრანკფურტისწიგნის ბაზრობის დირექტორმა იურგენ ბოოსმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.
იურგენ ბოოსის განცხადებით, მისასალმებელია საპატიო სტუმრის სტატუსით საქართველოს ხილვა, რადგანაც “ესაა პატარა, მაგრამ ამასთანავე თვითმყოფადი კულტურის მქონე ქვეყანა, რომელიც 2018 წელს დიდ ინტერესს გამოიწვევს”.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს მხრიდან 2014-2016 წლებში გაწეული მოსამზადებელი სამუშაოები შეაჯამეს და პროექტისაქტიურ ფაზაზე გადასვლის პერსპექტივებზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა მსოფლიოში ყველაზე დიდ წიგნის ბაზრობაზე სტუმრის სტატუსით მონაწილეობის მნიშვნელობას, რაც მხარეთა შეფასებით, ქართული ლიტერატურისა და კულტურისცნობადობის გაზრდის უნიკალური შანსია. პრემიერის თქმით, საქართველო მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობაზე დაფუძნებული თანამედროვე, ევროპული ღირებულებების მატარებელი ქვეყანაა, რომლის ლიტერატურის, კულტურის, ტრადიციების უფრო ახლოს გაცნობით, მსოფლიო აქამდე ჯერ კიდევ უცნობ საქართველოს „აღმოაჩენს”.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















