Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


rhrhrt

39 წლის შემდეგ ფიროსმანის სურათს "სვირი" დამთვალიერებელი პირველად ნახავს

13/01/2017

39 წლის შემდეგ დამთვალიერებელსპირველად ექნება შესაძლებლობა ნიკო ფიროსმანაშვილისსურათი ,,სვირი’’ იხილოს.

სურათი მუზეუმმა 1930 წელს შეიძინა. მანამდე ,,სვირი’’ გიორგი ლეონიძის საკუთრება იყო. 1930 წლიდან დღემდე ის სულ სამჯერ – 1957,  1968, 1978 წლებში გამოიფინა. 1978 წლის შემდეგ, მძიმე დაზიანებების გამო, ნამუშევარი ფართო საზოგადოებას აღარ უნახავს.

ეროვნული მუზეუმის რესტავრატორმა ნანა მანაგაძემ სურათს ხანგრძლივი სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარა. რესტავრაციის ურთულესი პროცესის დასრულების შემდეგ ,,სვირი’’ პირველად იფინება დამთვალიერებელთათვის.

ნიკო ფიროსმანაშვილის აღნიშნულ სურათთან ერთად, მუდმივ ექსპოზიციაში ჩაერთვება ,,ნადირობა ინდოეთში’’ და ,,დათვი მთვარიან ღამეს’’.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced