სიახლეები
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება (13.01.2017)
13/01/2017
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “ამბიონი” უცვლელად გთავაზობთ.
რამდენიმე დღეა ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში, რუსეთისუშიშროების ფედერალური სამსახურის მესაზღვრეების მიერ ისტორიულიძეგლის და მიმდებარე სასაფლაოს განადგურების შესახებ.
ბოლო მონაცემებით დასტურდება, რომ წებელდესციხის კომპლექსში შემავალი მე-8-9 საუკუნეებითდათარიღებული ნაეკლესიარი, მართლაც, იქნა დანგრეულიდა ასეთივე ბედი ეწიამეორე მსოფლიო ომის შემდეგაქ მცხოვრები პოლონელების სასაფლაოს.
საგანგაშოა ისფაქტი, რომ მშვიდობიან პირობებში მიწისაგან პირისა აღიგავამე-20 საუკუნის შუა ხანებისსასაფლაო და გვიან შუასაუკუნეების ნასოფლარი, სამაროვანი და ეკლესიისნანგრევები, რომელსაც ერთნაირად პატივს მივაგებდითროგორც ქართველები, ისე აფხაზებიდა იქ მცხოვრები სხვა ეროვნებისწარმომადგენლები.
ყველანი უნდა გავერთიანდეთ, რათა წებელდესციხე-სიმაგრესაც საშიშროება არ დაემუქროსდა, საერთოდაც, მსგავსი რამ რომსხვაგან აღარ განმეორდეს.
ამასთან, აუცილებლობად მიგვაჩნია, ჩვენმა ხელისუფლებამგამოძებნოს გზა, რათა იუნესკოსსპეციალისტების საშუალებით განხორციელდეს, როგორც აფხაზეთში,
ისე ცხინვალის რეგიონში არსებული ისტორიული ძეგლების მონიტორინგი, რადგანაც ქართველ სპეციალისტებსარ ეძლევათ შესაძლებლობა მათი დაცვა-რესტავრაციისა.
ვფიქრობთ, აღნიშნული რეგიონების ადგილობრივი მოსახლეობაც და სათანადოსამსახურებიც ამის წინააღმდეგნი არ იქნებიან.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















