სიახლეები
საკვირაო ქადაგება (15.01.2017)
15/01/2017
15 იანვარს სრულიად საქართველოსკათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმაილია მეორემ წირვის შემდეგმრევლს ქადაგებით მიმართა დაშობა-ახალი წელი მიულოცა.
“ყველას გილოცავთ შობა-ახალწელს, შობა-ახალი წლისმადლი გეწეოდეთ თქვენ დასაქართველოს, მთელ მსოფლიოს. დღეს არისხსენება ღირსისა მამისა ჩვენისასილიბისტროსი რომის პაპისა დაღირსისა მამისა ჩვენისა სერაფიმესაროველისა. სერაფიმე საროველი ძალიან ახლობელიაჩვენთვის. იმათი მადლი გეწეოდეთთქვენ და საქართველოს”.
პატრიარქმა საკვირაო ქადაგებაზე დააჯილდოვა სამღვდელოება:
დეკანოზი კახაბერ ღაჟონია მიტრისტარების უფლებით; დეკანოზი ალექსანდრე ქასრაშვილი, რომელიც მოღვაწეობს კუმურდოს ეპარქიაში გამშვენებული ჯვრისა დამიტრის ტარების უფლებით; დეკანოზიიოანე წკეპლაძე გამშვენებული ჯვრის ტარებისუფლებით; დეკანოზი ანტონ ბეჟანიშვილიგამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით; დეკანოზი ზაზა ბეჟანიშვილი გამშვენებული ჯვრის ტარებისუფლებით; მღვდელ-მონაზონი სერაფიმე ჩეკურიშვილი ოქროს ჯვრისტარების უფლებით და აყვანილიაიღუმენის ხარისხში; მღვდელი იოანე წუწუნავაოქროს ჯვრით და აყვანილიადეკანოზის ხარისხში. მღვდელი ზაქარია შონიაოქროს ჯვრის ტარების უფლებითდა აყვანილია დეკანოზის ხარისხში. მღვდელი გიორგი კალანდია, რომელიც მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევითწირვებს ასრულებს ყრუ-მუნჯებისათვის, დაჯილდოვებულია ოქროს ჯვრით დააყვანილია დეკანოზის ხარისხში. მღვდელი დავით გელბახიანიდაჯილდოვებულია ოქროს ჯვრით დააყვანილია დეკანოზის ხარისხში.
მღვდელი იოსები ხოხონიშვილი დაჯილდოვებულია ოქროს ჯვრისტარებით და აყვანილია დეკანოზის ხარისხში. მღვდელი გელასი კვარაცხელიადაჯილდოვებულია ოქროს ჯვრის ტარებისუფლებით და აყვანილია დეკანოზის ხარისხში. მღვდელი გიორგი კვიკვაძედაჯილდოვებულია ოქროს ჯვრის ტარებითდა აყვანილია დეკანოზის ხარისხში.
პატრიარქმა დალოცა მილდიანების გვარი, ასევეწმ. ნინოს საღვთისმეტყველო სასწავლებელი სასულიერო პირებისათვის, რომელიც მისი უწმინდესობისკურთხევით 2010 წელს დაარსდა ახალქალაქისადა კუმურდოს ეპარქიაში. სასწავლებლის რექტორია მიტროპოლიტი ნიკოლოზი. ლექციებს კითხულობენ ქართველი სასულიერო და საეროპირები. ასევე, მოსკოვის წმ. ტიხონისჰუმანიტარული უნივერსიტეტისა და მოსკოვისლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგები და სხვაქვეყნებიდან მოწვეული სასულიერო პირები. დღეისთვისსასწავლებელი დაამთავრა 40-მდე სასულიეროპირმა. პატრიარქმა მეუფე ნიკოლოზიდალოცა, რომელიც თავდადებულად შრომობს ამეპარქიაში.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















