სიახლეები
ნათლისღება – სადღესასწაულო ქადაგება (19.01.2017)
19/01/2017
19 იანვარს სრულიად საქართველოსკათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმასამების საკათედრო ტაძრის ეზოში, დიდ აიაზმაში წყალი აკურთხა. უწმინდესმა წყლის კურთხევის შემდეგ მრევლსქადაგებით მიმართა.
პატრიარქმა ნათლისღების დღესასწაული მიულოცა ყველას. უწმინდესმა ქადაგებისას აღნიშნა, რომ “დღეს არის წმინდა სამებისდღესასწაული, ისმის მამისა ხმა: “ესე არს ძე ჩემისაყვარელი”. ძე ღვთისა შედისიორდანეში და იოანესაგან ღებულობს ნათლისღებას და სულიწმინდასახითა მტრედისათა მოევლინა უფალსა ჩვენსაიესო ქრისტეს. ჩვენ ვმადლობთუფალს, რომ უფლის წყალობაიცავს საქართველოს, ჩვენ ვმადლობთუფალს იმ დიდი წყალობისათვის, რომელსაც გვაძლევს უფალი. დიდხარ შენ უფალო დასაკვირველ არიან საქმენი შენი”.
დღევანდელ ქადაგებაში ყურადღება გაამახვილა ნაკურთხი წყლის მნიშვნელობაზე, აღნიშნა, რომ ნაკურთხი წყალი ყველასოჯახში უნდა იყოს:
„დღეს ჩვენ ვაკურთხეთწმინდა წყალი. ყოველ ოჯახს, ყოველ ადამიანს უნდა ჰქონდესსახლში ეს დიდი აიაზმა, ეს არის უდიდესი სიწმინდე. თქვენ უნდა ასხუროთ თქვენსშვილებს, თქვენს ოჯახებს, თქვენსეზო-კარს და მადლიღვთისა მუდამ იქნება თქვენთან. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი, საქართველოს მფარველი და მსოფლიოსმფარველი”.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















