სიახლეები
წმიდა სინოდის სხდომის ოქმი (22.12.2016)
22/12/2016
2016 წლის 22 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. მდივნად დაინიშნა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე).
წმიდა სინოდის წევრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და გააცნო სხდომის საკითხები.
წმინდა სინოდზე განხილულ იქნა შემდეგი თემები:
I. კუნძულ კრეტაზე მიღებული დოკუმენტების შესახებ ისაუბრა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა).
მან აღნიშნა: როგორც ცნობილია, ა.წ. 17-26 ივნისს კუნძულ კრეტაზე შედგა კრება, რომლის მუშაობაში მონაწილეობდნენ მეთაურები და წარმომადგენლები ათი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიიდან.
ამგვარი შეკრება ათწლეულების მანძილზე იგეგმებოდა და იგი არის ღირსშესანიშნავი და განსაკუთრებული მოვლენა წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში.
კრების მზადებას თავიდანვე სათავეში ედგა კონსტანტინოპოლის საპატრიარქო, პროცესში კი ჩართული იყო ყველა ოფიციალური ეკლესია. წინასაკრებო სამუშაო შეხვედრებზე 1961 წლიდან საქართველოს საპატრიარქოს დელეგატებიც მონაწილეობდნენ. რა თქმა უნდა, უფროსი თაობის სასულიერო დასის სხვადასხვა წევრის მიერ ათწლეულების მანძილზე გაწეული შრომა დასაფასებელია.
როგორც ადრეც იყოაღნიშნული, კრების მომზადების საბოლოო ეტაპზე წარმოქმნილმა სერიოზულმა დაბრკოლებებმა რამდენიმე ადგილობრივ ეკლესიას არ მისცა საშუალება, მონაწილეობა მიეღო კრეტის კრების მუშაობაში, რის გამოც ჩვენს გულისტკივილს კიდევ ერთხელ ვადასტურებთ და დღესაც მიგვაჩნია, რომ აუცილებელი იყო ყველა ეკლესიის მიერ დასმული საკითხების შესწავლა-განხილვა, რაც არ განხორციელდა.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით წმიდა სინოდმა დაადგინა:
რადგანაც კრეტის კრების მუშაობაში არმონაწილეობდაოთხი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია, ამიტომაც მას არ შეიძლება ეწოდოს საყოველთაო, ყოვლადმართლმადიდებლური (პანორთოდოქსული) კრება;
კრეტის კრების მომზადებისა და ჩატარების დროს დაირღვა მართლმადიდებელ ეკლესიათა მიერ დადგენილი და აღიარებული მთავარი პრინციპი კონსენსუსისა, რაც გულისხმობდა განსახილველ საკითხთა შესახებ ყველას თანხმობასა და გადაწყვეტილების ერთსულოვნად მიღებას.
ამიტომაცკრეტის კრების დადგენილებები ვერ იქნება სავალდებულო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის;
კრეტის კრების მიერ დამტკიცებულ დოკუმენტებში არსებითად არ აისახა ეკლესიათა მიერ წარმოდგენილი საფუძვლიანი შენიშვნები. ამიტომაც აუცილებელია მათი შემდგომი გადამუშავება და გასწორება. არაა გამორიცხული ზოგიერთ შემთხვევაში ახალი დოკუმენტის შექმნაც.
ამისთვისკი საჭიროა, კრეტის კრების სამდივნოს მიერ გამოგზავნილი და თარგმნილი ტექსტები ხელმისაწვდომი გახდეს საქართველოს ეკლესიის სასულიერო დასის, ღვთისმეტყველთა და მორწმუნე ერისათვის და მათი საფუძვლიანი შენიშვნების გათვალისწინებით, დოკუმენტებს მიეცეს მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატური და კანონიკური სწავლების შესაბამისი სახე.
ა.წ. 17-26 ივნისს კუნძულ კრეტაზე გამართული კრება შეიძლება ჩაითვალოს უმნიშვნელოვანეს ეტაპად მართლმადიდებელი ეკლესიების დიდი და წმიდა პანორთოდოქსული კრების ჩასატარებლად, რომელმაც აღნიშნულ მომავალ კრებაზე ხელი უნდა შეუწყოს ყველა საკითხის გატანას და გადაწყვეტილებების მიღებას საერთო მართლმადიდებლური ერთობითა და ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის მაცხოვნებელ სწავლებაზე დაყრდნობით.
საქართველოსეკლესიისწმიდა სინოდმა დაადგინა, რომ
შეიქმნასსაღვთისმეტყველო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)
გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) თავმჯდომარე;
ბ) ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი);
გ) სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი);
დ) რუსთველი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი);
ე) მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე);
ვ) პროტოპრესვიტერი გიორგი (ზვიადაძე).
II. წმ. სინოდმა იმსჯელა მომქმედ ტაძრებთან არსებულ საკვირაო სკოლების შესახებ და განაჩინა:
დაევალოსრუსთველმიტროპოლიტიოანეს
(გამრეკელი),
რომ სასწავლო ცენტრმა შეიმუშაოს პროგრამები საკვირაო სკოლებისთვის შემდეგ საგნებში: საღმრთო სჯული, საქართველოს ისტორია, ქართული ლიტერატურა, ჩვენი კულტურა, ყოფა-ცხოვრების წესები და ტრადიციები (ეთნოგრაფია).
ცენტრმა ასევე ხელი უნდა შეუწყოს პროგრამების მიხედვით სათანადო ლიტერატურის შერჩევას და გაუწიოს მონიტორინგი აღნიშნული სკოლების მუშაობას.
III. წმიდა სინოდმა იმსჯელა საქართველოს მართლმადიდებელ ეპარქიებში დღეისათვის არსებულ ვითარებაზე. მღვდელმთავრების მიერ გამოითქვა მოსაზრებები საგანმანათლებლო საქმიანობისა და ეკონომიკური მდგომარეობის შემდგომი გაუმჯობესების გზებზე.
IV. წმიდა სინოდმა იმსჯელა მუზეუმებიდან საეკლესიო დღესასწაულებზე საეკლესიო სიწმინდეების ტაძარში დროებით გადაბრძანებასთან დაკავშირებით.
წმ.სინოდმა დაადგინა:
ა) მუზეუმებიდანსაეკლესიოსიწმინდეთაეკლესიაშიდროებითიგადაბრძანებისას, გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით, და სიწმინდეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საქართველოს საპატრიარქოში არსებულ სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილებას (თავმჯდომარე – ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი) დაევალოს, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში გაწიოს სათანადო ორგანიზება შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან და საზოგადოებასთან თანამშრომლობით, რათა მოხდეს სიწმინდეთა უსაფრთხოდ და სათანადო პატივით გადაბრძანება და უკან დაბრუნება.
ბ)
მუზეუმებიდანსიწმიდეებიუნდა დაბრძანდეს თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში და იმ ეპარქიაში, რომლის მმართველმა მღვდელმთავარმაც დადგენილი წესით გამოთქვა სიწმიდეთა გადაბრძანების სურვილი.
ორივე შემთხვევაში გადასვენების დრო ცალ-ცალკე უნდა განისაზღვროს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული სიწმინდეთა მოძიების განყოფილების წარდგინებით და კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით.
V. წმინდა სინოდმა იმსჯელა ზოგიერთ პირთა კანონიზაციის შესახებ და განაჩინა:
1) წმიდათა დასში შეირაცხოს მონოზონინინო (ამილახვარი 1784-1839), და ეწოდოს მას, – ღირსი ნინო, სამთავროს წმინდა ნინოს დედათა მონასტრის განმაახლებელი; შეიქმნას ხატი, დაიწეროსცხოვრება და წეს-განგება; ხსენების დღედ დადგინდეს (11) 24 თებერვალი.
2) წმიდათა დასში ასევე შეირაცხოსიღუმენია ნინო (ამილახვარი 1815-1904) და ეწოდოს მას, – ღირსი ნინო (სამთავროს დედათა მონასტრის იღუმენია); შეიქმნას ხატი, დაიწეროს ცხოვრებადა წეს-განგება; ხსენებისდღედ დადგინდეს (29 დეკემბერი) 11 იანვარი.
3) წმიდათა დასში შეირაცხოს სქემ-იღუმენია თამარი (მარჯანიშვილი 1869-1936) და ეწოდოს მას, – ღირსი თამარ აღმსარებელი; შეიქმნასხატი, დაიწეროსცხოვრება და წეს-განგება; ხსენების დღედ დადგინდეს (10) 23 ივნისი.
4) წმიდათა დასში შეირაცხოს საქართველოსმეფე ბაგრატ III და ეწოდოს მას, – წმიდა კეთილმსახურიმეფე ბაგრატი, საქართველოს გამაერთიანებელი; შეიქმნას ხატი, დაიწეროსცხოვრება და წეს-განგება; ხსენების დღედ დადგინდეს (7 მაისი) 20 მაისი.
5) წმიდათა დასში შეირაცხოს იმერეთისმეფე სოლომონ I და ეწოდოს მას, – წმიდა კეთილმსახური მეფე სოლომონი; შეიქმნასხატი, დაიწეროსცხოვრება და წეს-განგება; ხსენების დღედ დადგინდეს (23 აპრილი) 6 მაისი.
6) წმიდათა დასში შეირაცხოს სრულიადსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესიდა უნეტარესიკალისტრატე (ცინცაძე) და ეწოდოს მას, – წმინდა პატრიარქი კალისტრატე; შეიქმნას ხატი, დაიწეროს ცხოვრებადა წეს-განგება; ხსენებისდღედ დადგინდეს (21 იანვარი) 3 თებერვალი.
VI. წმინდა სინოდმაიმსჯელა საქართველოსავტოკეფალიის აღდგენის
100 წლისთავისა და უწმინდესიდა უნეტარესიილია II-ის აღსაყდრებიდან მე-40-ე და დაბადებიდან 85-ე წლისთავთან დაკავშირებითჩასატარებელ ღონისძიებათაშესახებ.
დაადგინეს: შეიქმნასსაიუბილეო კომისიადა მის შემადგენლობაში ეკლესიისმხრიდან შევიდნენშემდეგი წევრები:
ა) ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტიდანიელი (დათუაშვილი),
ბ) ახალციხისადა ტაო-კლარჯეთისა მიტროპოლიტითეოდორე (ჭუაძე),
გ) ზუგდიდისადა ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე
(შარაშენიძე).
დ) ბოდბელიეპისკოპოსი იაკობი
(იაკობაშვილი).
VII. წმინდა სინოდმამოისმინა მისიისადა ევანგელიზაციის განყოფილების ხელმძღვანელის, ჭიათურისადა საჩხერისმიტროპოლიტ დანიელის (დათუაშვილი) ინფორმაციასაიუბილეო წლის განმავლობაში ჩასატარებელმისიონერულ ღონისძიებათაშესახებ.
დაადგინეს: შედგეს ღონისძიებების ნუსხა და მათი განხორციელების გეგმა.
VIII. წმინდა სინოდმამოისმინა სრულიადსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტთეოდორეს (ჭუაძე) ინფორმაცია ა.წ. სექტემბრისთვეში ქ.კიეტში (იტალია) გამართულ შეხვედრასთანდაკავშირებით.
ასევე მოსმენილ იქნა ინფორმაცია ბოლო დროს მას-მედიასა და სოციალურ ქსელში ეკლესიასთან მიმართებაშიგავრცელებული სხვადასხვასახის ტექსტებისადა ქადაგებებისთაობაზე.
წმინდა სინოდმა მიიღო შემდეგი მიმართვა:
როგორც ადრე, ბოლო დროსაც, მასმედიისსაშუალებებით საეკლესიოსაკითხებზე არაერთიცილისმწამებლური სტატია გამოქვეყნდა, რომელთაცმიზანმიმართული ხასიათიჰქონდა. ამას დაემატა სასულიეროპირების მიერ საჯარო სივრცეშიგაკეთებული შეფასებებიდა ურთიერთბრალდებები, რამაც საზოგადოებაში სამართლიანიუარყოფითი განწყობადა გულისტკივილიგამოიწვია.
ისტორიის მანძილზე არაერთიმაგალითი გვაქვს იმისა, თუ როგორი მწვავე დებატები იმართებოდაამა თუ იმ საეკლესიოსაკითხთან დაკავშირებით, თუმცა ეს თემები ეხებოდაარა პირად ურთიერთობებს, არამედ დოგმატურ-სარწმუნოებრივ პრობლემებს. სარწმუნოებრივ საკითხებზემწვავე კამათი ბუნებრივი მოვლენაა, მაგრამ ასეთი თემებიც და სხვა საკითხებიც, პირველ რიგში, ეკლესიის წიაღში უნდა შეფასდესდა მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიეწოდოსსაზოგადოებას, რადგან მოქალაქეები რეალურადარსებულ ვითარებასნაკლებად იცნობენდა ეს მათთვის შეიძლებაგახდეს დაბრკოლებისსაგანი და ცოდვის მიზეზი.
იმ ძალებს კი, რომლებიც ეკლესიისსაზიანოდ შეგნებულადმოქმედებენ, სურთ, რომ დაძაბულობასაჯარო სივრცეშიგაღრმავდეს და დაპირისპირების კერები გამრავლდეს.
ამიტომაც მივმართავთ სასულიეროპირებს და მრევლს, გამოიჩინონკეთილგონიერება და არ აჰყვნენპროვოკაციებს.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















