Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


efwwfw

კრეტის კრების დოკუმენტი: „მარხვის მნიშვნელობა და მისი შენახვა დღეს”

26/12/2016

მარხვის მნიშვნელობადამისიშენახვადღეს

1. მარხვა არის საღვთო მცნება (შეს. 2, 16-17). წმ. ბასილი დიდის თხზულებათა მიხედვით, „მარხვა და კაცობრიობა თანაასაკოვანი არიან, რადგან იგი უკვე სამოთხეშივე დაწესდა”(მარხვის შესახებ 1,3PG 31, 168 A); ეს არის უდიდესი სულიერი ღვაწლის სახეობადა მართლმადიდებლური ასკეტური იდეალის უდიდებულესი გამოხატულება. მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც ურყევად ხელმძღვანელობს მოციქულთა სწავლებებით, კრებების კანონებითა და წმიდა მამათა საყოველთაო გარდამოცემით, ყოველთვის ქადაგებდა მარხვის უდიდეს ღირებულებებზე, რომ მარხვა აუცილებელია ადამიანის სულიერი ცხოვრებისათვის და მისი ცხონებისათვის. საღვთისმსახურო საწელიწადო ციკლში წარმოჩენილია წმიდა მამათა ყველა გარდამოცემა მარხვის შესახებ,მოძღვრება ადამიანის ხანგრძლივ დადაუცხრომელ მღვიძარებაზე და როგორუნდა წარემატებოდეს იგი სულიერ ღვაწლში. ამიტომაც „მარხვანში” ხოტბა ეძღვნება მას, როგორც მრავალნათელ მადლს, როგორც დაუძლეველ იარაღს, როგორც სულიერი ღვაწლის საფუძველს, როგორც სათნოებათა მშვენიერ ბილიკს, როგორც სულის საკვებს, როგორც ყოველგვარი სიბრძნისმოყვარეობის წყაროს, როგორც უხრწნელად მყოფობის და ანგელოზთა თანასწორი მოქალაქეობის მიბაძვას, როგორც დედას ყოველგვარი სიკეთისა და სათნოებისა.

2. როგორც უძველესი დადგენილება, პასუხები მარხვის შესახებ უკვე არის ძველ აღთქმაში (II რჯ. 9,18; ის. 58, 4-10; იოელ. 2,15; იონა. 3, 5-7), ახალი აღთქმით კი დასტურდება. უფალმა, საზოგადოებაში გაცხადებული მოღვაწეობის დაწყებამდე (ლკ. 4,1-2), თავად იმარხულა ორმოცი დღე და მოგვცა მარხვითი ღვაწლის გზამკვლევი წეს-სახე (მთ. 6, 16-18). ზოგადად, ახალ აღთქმაში მარხვა წარმოდგენილია, როგორც სინანულის, თავშეკავებისა და სულიერი ზრდის საშუალება (მკ. 1,6; საქმე. 13,2; 14,23; რომ. 14,21). ეკლესია სამოციქულო ეპოქიდან ქადაგებს მარხვის უდიდეს მნიშვნელობაზე და მარხვის დღეებად ოთხშაბათი და პარასკევი განსაზღვრა (დიდაქე8,1), ისევე, როგორც აღდგომის წინა მარხვა (ირინეოს ლიონელის სიტყვა, ევსები კესარიელის საეკლესიო ისტორია 5,24, PG 20, 497B-508 A-B). რათქმა უნდა, საეკლესიო პრაქტიკაში არსებობდა საუკუნეების განმავლობაში დადასტურებული სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება არა მხოლოდ პასექის წინარე მარხვასთან (წმ. დიონისე ალექსანდრიელი, ეპისტოლე ვასილიდესადმი, PG 10, 1277), არამედ დანარჩენი მარხვების რაოდენობასა და ხანგრძლივობასთან მიმართებით, რომლებიც ჩამოყალიბდა მრავალი ფაქტორის ზეგავლენით, უპირველესად კი – ლიტურგიკული და სამონოზვნო ტრადიციით; იმ განზრახვით, რომ ყველაფერ სხვასთან ერთად, შესაფერისად მომზადებულიყვნენ დიდი დღესასწაულებისათვის.

ასერომ, მარხვისა და ღვთისმსახურების მჭიდრო კავშირი განსაზღვრავს მარხვის საზომსა და დანიშნულებას და წარმოაჩენს მარხვის სულიერ ხასიათს. შესაბამისად, ყოველი მორწმუნე მოწოდებულია, რომ თითოეულმა იმოქმედოს თავისი შესაძლებლობისა და ძალისაებ, თუმცა, არა ისე, რომ თავისუფლებით უგულებელყოს ეს წმინდა დადგენილება: გაფრთხილდი, ვინმემ არ აგაცდინოს გზას მოძღვრებისას. ღვთის გარეშე გასწავლის იგი. თუ კი ძალგიძს, რომ სრულად იტვირთო უფლის უღელი, სრული იქმნები” (მათე 11,29). „თუ ეს არ ძალგიძს, რაც ძალგიძს, ის ქმენ. ხოლო ჭამადი, როგორც ძალგიძს, ისე იტვირთე” (დიდაქე 6. 1-3).

3. ჭეშმარიტი მარხვა თანაშერწყმულია მოუკლებელ ლოცვასთან და გულწრფელ სინანულთან. „სინანული მარხვის გარეშე უქმია” (წმ. ბასილი დიდი, მარხვის შესახებ 1,3PG 31-168 A); ასევე, მარხვაც კეთილი საქმეების გარეშე მკვდარია, განსაკუთრებით, თანამედროვე ეპოქაში, როდესაც სიკეთის უთანასწორო და უსამართლო გადანაწილება მთელ ერებს არსობის პურის გარეშეც კი ტოვებს: „ძმანო, ხორციელად მარხვისას, სულიერადაც ვიმარხულოთ: „არა ეგევითარი მარხვა გამოვირჩიე მე – იტყვის უფალი, არამედ განხსენ ყოველი საკრველი სიცრუისა, დაარღვიენ გულარძნილებანი მძლავრებით თანაცვალებათანი, განავლინენ შეპყრობილნი მიტევებით და ყოველია ღწერილი უსამართლოი განხეთქე. განუტეხე მშიერსა პური შენი და გლახაკნი უსართულონი შეიყვანენ სახლად შენდა….“ (დიდი მარხვის პირველი შვიდეულის ოთხშაბათს, მწუხრსა ზედა; ის. 58, 6-7). მარხვა უბრალოდ არ სრულდება მხოლოდ წეს-განგებით განსაზღვრული საკვებისაგან თავშეკავებით: „ასე რომ, შესაქები მარხვისათვის, არ კმარა მხოლოდ საჭმელისაგან თვითშეზღუდვა; არამედ ვიმარხულოთ ღვთისათვის მისაღები და სათნო მარხვით. ჭეშმარიტი მარხვა ბოროტებისაგან ჩამოშორებაა, ენის მოთოკვა, მრისხანების მოცილება, მოკვეთა ვნებების, ბოროტსი ტყვაობის, ცრუ აღთქმა-ფიცობის, – ამათი უკმარობაა ჭეშმარიტი მარხვა, ამდაგვარი მარხვაა მშვენიერი” (წმ. ბასილი დიდი. მარხვის შესახებ 2,7 PG 31, 196 D). მარხვისას საკმარისი არ არის მხოლოდ საკვების განსაზღვრულ სახეობებს დასჯერდე, არამედ მიღებული საჭმლის რაოდენობაც წარმოადგენს სულიერი ღვაწლის საგრძნობლად მნიშვნელოვან ნაწილს: „მარხვა, სიტყვასიტყვით, საკვებისაგან თავშეკავებაა; საკვებისაგან, რომელიც ჩვენ არც მართალს გვხდის და არც არამართლს. საიდუმლოებრივი თვალსაზრისით კი სიმბოლურად აცხადებს, რომ, როგორც საკვებითაა ყოველგვარი სიცოცხლე, ხოლო უჭმელობისაგან – სიკვდილი, ასევე ჩვენც გვმართებს ამ სოფლიურისაგან მარხვა, რათა მოვკვდეთ ამ სოფლისათვის, და შემდგომად ამისა, საღვთო საკვების ზიარებით, ღმერთით ვიცოცხლოთ” (წმ. კლიმენტი ალექსანდრიელი, ეკლოგი. PG 9, 704-705). ამრიგად, ჭეშმარიტი მარხვა ყველა მორწმუნის ქრისტესმიერ ცხოვრებას განეკუთვნება და გვირგვინდება ღვთისმსახურებაში მათი თანამონაწილეობით, განსაკუთრებით, საღვთო წმინდა ევქარისტიის საიდუმლოში.

4. უფლის ორმოცდღიანი მარხვა მორწმუნეებისათვის მარხვის ნიმუშს წარმოადგენს, რაც უფლის მორჩილებაში თანამონაწილეობას აღძრავს, რათა ამით: „რაც დაუცველობით დავკარგეთ, დაცვით მოვიპოვოთ“ (წმ. გრიგოლი ღვთისმეტყველი, 45-ე ჰომილია მაცხოვრის აღდგომის შესახებ, 28PG 36, 661ჩ). მარხვის სულიერი მახასიათებლების ქრისტე ცენტრული გაგება, განსაკუთრებით, წმინდა ორმოცდღიან მარხვისა, რომელიც თვისობრივკავშირშია მამათა გადმოცემასთან, ნიშანდობლივად თავმოყრილია წმ. გრიგოლიპალამასთან: „თუ ასე იმარხულებ, არა მხოლოდ თანაევნები და თანამოკვდები, არამედ თანააღსდგები და თანაიმეფებ ქრისტესთანმარადიულ საუკუნეში: რადგან თანაშერწყმული, ასეთი, მისი სიკვდილისმსგავსი სახის მარხვით, მისი აღდგომის მოზიარეციქნები და მასში ცხოვრებისმემკვიდრეც” (წმ. გრიგოლ პალამა, ჰომილია 13, დიდი მარხვის მეხუთე კვირა. PG 151, 161AB).

5. მართლმადიდებლური გადმოცემით, საზომი სულიერისრულყოფილებისა არის „საზომი ჰასაკისასავსებისა მის ქრისტესისა” (ეფ. 4,13) და თითოეული თანამდებია, თუ სურვილიაქვს, მას მიაღწიოს, მსგავსადიღვაწოს და ამაღლდეს. სწორედ ამიტომაც წვრთნასადა სულიერ მოღვაწეობას არა აქვს სასრულიამ ცხოვრებაში, ისევე, როგორც სრულყოფილთა სრულყოფილებას. ყველა მოწოდებულია, ვისთვისაცრამდენადაა შესაძლებელი, საკუთარი ძალისაებრდააკმაყოფილოს მართლმადიდებლური სიმაღლის საზომის მოთხოვნებიმადლისმიერად განღმრთობისმიზნით. და ისინი, მიუხედავადიმისა, რომ ასრულებენ მათდამიგანჩინებულს, არასოდესქედმაღლობენ, არამედ აღიარებენ, რომ: „მონანი ვართ უჴმარნი; რომელი თანა – გუედვა ყოფად, ვყავთ.“ (ლკ. 17,10). ყველა – სულიერი ცხოვრებისმართლმადიდებლური აღქმით – ვალდებულია არ მიატოვოს მარხვისკეთილშობილური ღვაწლი, არამედ, დატევებისშემთხვევაში, თვითყვედრებითა და თავისი მდგომარეობისთავმდაბლური შეგნებითშეუვრდეს ღვთის მოწყალებას, რამდენადაცმართლმადიდებლური სულიერიცხოვრება მიუღწევადიამარხვის სულიერიღვაწლის გარეშე.

6. მართლმადიდებელმა ეკლესიამ, როგორც მოსიყვარულედედამ, ცხონებისსარგებლისათვის განსაზღვრადა დაადგინამარხვის დღეები, როგორც ღვთივმომადლებული, ახალი ცხოვრების, ქრისტეშიმორწმუნთა ყოველგვარიუცხო თავდასხმისაგან დამცავი „საცონი“ (მათე 23,5*). წმიდა მამათა კვალობაზე, როგორც თავდაპირველად, წმინდა სამოციქულო განსაზღვრებების, კრებათა დადგენილებების და წმიდა გარდამოცემების დამცელი, იგი ყოველთვისგვთავაზობს წმიდა მარხვებს, როგორც საუკეთესო საწვრთნელბილიკს სულიერისრულყოფისა და მორწმუნეთა ცხონებისათვის, და ქადაგებს ეკლესიისმიერ დაწესებულისაწელიწადო მარხვებისდაცვის აუცილებლობას; ესენია: წმიდა ორმეოცისა (სააღდგომოდიდი მარხვა) და ოთხშაბათ-პარასკევის, რომელნიცდამოწმებულია წმიდა დადგენილებებით; ისევე, როგორც ქრისტეშობის, წმიდათა მოციქულთა, ღვთისმშობლის მიძინებისმარხვები; ერთდღიანები: ნათლისღების წინა დღის, ჯვართამაღლების და იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის. ამასთანავე, არსებობსმარხვების ხვადასხვასამწყემსო საჭიროებისათვის კერძო ჯერზე განსაზღვრული, ანდა მორწმუნეთაგან არჩევით დაცული.

7. თუმცა, ამავდროულად, დაწესებულ მარხვებშიეკლესიამ დაუშვა კაცთმოყვარეობითა და სამწყემსო განსჯითგანსაზღვრული იკონომიაც. ამიტომაც გაითვალისწინა, რომ ხორციელი უძლურებისადა გადაუდებელისაჭიროებისათვის, ან მძიმე ჟამის გამო, შესაბამისად, საპასუხიმგებლო განსჯითადა სამწყემსომზრუნველობით, საეკლესიოიკონომია ადგლობრივიეკლესიების მმართველეპისკოპოსებთან შეთანხმდეს.

8. ფაქტია, რომ დღეს მრავალიმორწმუნე არ იცავს მარხვისყველა დადგენილებასან დაუდევრობით, ანდა არსებულიცხოვრების პირობებიდანგამომდინარე. წმიდა მარხვების დადგენილებების შემსუბუქებას, რითაც არ უნდა იყოს გამოწვეული, ზოგადი თუ კერძო მიზეზებით განპირობებული, ეკლესია უნდა მოეპყრასსამოძღვრო მზრუნველობით, „რადგან ღმერთს არ სურს ცოდვილის სიკვდილი, არამედ მოქცევადა ცხოვრებამისი” (ეზ. 33,11). თუმცა, არც მარხვისღირებულება უნდა დაკნინდეს. ამიტომ მათთვის, ვისაც სირთულეები აქვს არსებული მარხვებისდადგენილებებთან მიმართებით, კერძო (სნეულება, სამხედრო სამსახური, შრომის პირობებიდა ა .შ.) ან ზოგად მიზეზთაგამო (ზოგ ქვეყანაში არსებულიგანსაკუთრებული კლიმატურიპირობები, სოციალურ-ეკონომიური თავისებურებანი, მაგ., შეუძლებლობა სამარხვოსაკვების მოძიებისა), დაიშვება, რომ ადგილობრივმა ეკლესიებმაგანსაჯონ, რათა განსაზღვრონ კაცთმოყვარული იკონომია და შემწყალებლობის ზღვარი, თუ განსაკუთრებულ შემთხვევებში როგორ შეარბილონმოცემული წმინდა მარხვების „სიმძიმე“. ზემოთქმულის ჩარჩოებშიყველაფრი უნდა იყოს გათვალისწინებული იმ მიზნით, რომ ერთი საზომითაცკი არ შესუსტდეს წმინდა სამარხვო დადგენილება. ეს კაცთმოყვარეშემწყალებლობაც ეკლესიაშიუნდა მოქმედებდესდიდი სიფრთხილით, უთუოდ მეტი ლმობიერებით იმ მარხვებისადმი, რომლებიცეკლესიის ცხოვრებასადა გადმოცემაშიყოველთვის და ყოველნაირ შემთვევაშიარ იყო ერთგვარი.

„კარგია ყოველდღიურადმარხვა, მაგრამ არამჭამელი მჭამელსნუ განიკითხავს, რა დროსაც, ნუ მოეპყრობირჯულმდებლობით, ნუ ძალადობით, ნურც იძულებულს გახდი შენზე რწმუნებულსამწყსოს, პირიქით, უფრო მეტად შეაგონე და ლმობიერი მარილ-სიტყვით შეაზავე“ (წმ. იოანე დამასკელი, წმიდა მარხვების შესახებ 32, PG 95, 68B).

9. საღმრთო ზიარებამდესამი ან მეტი დღით ადრე მარხვა უკავშირდება მორწმუნეთაღვთისმოსაობას. ნიკოდიმოსმთაწმინდელის სიტყვებისთანახმად, „საღმრთოკანონებით ზიარებამდემარხვის დაცვა არ განისაზღვრება, მათ, ვისაც შეუძლიაიმარხულოს ზიარებამდემთელი კვირაც კი, კარგია” (VI მსოფლიო კრების მე-13 კანონის განმარტება, პიდალიონი, 191). თუმცა, ეკლესიის მორწმუნეთაერთობა ვალდებულიადაიცვას წმინდა მარხვები და შუაღამიდან უზმობითგანეწყოს ხშირი ზიარებისათვის, რაც არის ეკლესიისარსის უპირატესიგამოხატულება. ასევე მიღებულია მარხვა: სინანულის გამოსახატად, სულიერი აღთქმისაღსასრულებლად, განსაცდელისჟამს, ღვთისაგანგამოთხოვისას – ლოცვებთანშეერთებული, ნათლობისწინ (მოსანათლადმოსული ზრდასრულიადამიანებისათვის), ხელდასხმისწინ, ეპიტიმიისდროს, მომლოცველობისას და სხვა მსგავს შემთხვევებში.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced