სიახლეები
მცხეთის ისტორიულ ძეგლებს გაძლიერებული დაცვის სტატუსი მიენიჭათ
13/12/2016
8 დეკემბერს ქ. პარიზში, იუნესკოს ცენტრალურ ოფისში მცხეთის ისტორიულ ძეგლებს ჰააგის კონვენციის მეორე ოქმის თანახმად გაძლიერებული დაცვის სტატუსი მიენიჭათ,- ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
"სამინისტროს ცნობით, გადაწყვეტილება „შეიარაღებული კონფლიქტების დროს კულტურული ფასეულობების დაცვის შესახებ“ ჰააგის კონვენციის მეორე ოქმის კომიტეტის წევრი ქვეყნების მე-11 სხდომაზე მიიღეს.
ამ სტატუსის მიხედვით, შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე მხარეები ვალდებულნი არიან საომარი მოქმედებების დროს უზრუნველყონ იმ კულტურული მემკვდრეობის ობიექტების დაცვა, რომელთაც მინიჭებული აქვთ გაძლიერებული დაცვის რეჟიმი; თავი შეიკავონ მათზე საომარი შეტევების განხორციელებისა და საომარ ოპერაციებში ამ ობიექტების ან მათი მიმდებარე ტერიტორიის გამოყენებისაგან.
კომიტეტის შეფასებით, საქართველოს მხარის მიერ მომზადებული განაცხადი „მცხეთის ისტორიული ძეგლებისათვის გაძლიერებული დაცვის სტატუსის მინიჭების შესახებ“, აკმაყოფილებს კონვენციითა და მისი მეორე ოქმით გათვალისწინებულ ყველა პირობას, რაც მისთვის გაძლიერებული დაცვის სტატუსის მინიჭების საფუძველი გახდა.
ჰააგის კონვენციის მეორე ოქმის თანახმად, შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურულ ფასეულობებზე შესაძლებელია გავრცელდეს გაძლიერებული დაცვის რეჟიმი იმ შემთხვევაში, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
• წარმოადგენს კაცობრიობისათვის უდიდესი მნიშვნელობის მქონე კულტურული ფასეულობის მქონე მემკვიდრეობას;
• აღიარებულია განსაკუთრებული კულტურული და ისტორიული ღირებულების მქონე ქონებად შიდა საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ნორმების შესაბამისად, რომლებიც უზრუნველყოფს ამ ქონების მაღალ დონეზე დაცვას;
• არ გამოიყენება სამხედრო მიზნებისათვის ან სამხედრო ობიქტების დაფარვის მიზნით და არსებობს კულტურულ ფასეულობებზე მაკონტროლებელი მხარის განცხადება, რომ ეს ქონება არ იქნება გამოყენებული სამხედრო მიზნით.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















