სიახლეები
შეხვედრა პატრიარქთან
10/08/2011
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II დღეს საპატრიარქოში ქართველ, აფხაზ, ოს და მსოფლიოს შვიდი ქვეყნიდან ჩამოსულ ბავშვებს შეხვდა. შეხვედრა ორ საათს გაგრძელდა. საუბარი ძირითადად ქართველი და აფხაზი ერების მეგობრობასა და ამ თბილი ურთიერთობების აღდგენას შეეხო. კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრა ფინეთ-საქართველოს მეგობრობისა და კულტურულ ურთიერთობათა ასოციაცია ,,ევრიკა”-ს ინიციატივითა და საქართველოში ჩამოსული ახალგაზრდების სურვილით შედგა. ბავშვები, რომლებიც საქართველოს პროექტ საერთაშორისო საზაფხულო სკოლის ფარგლებში ეწვივნენ, კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა და თითოეული მათგანი საგალობლების კომპაქტ-დისკებით დაასაჩუქრა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















