სიახლეები
კრეტის კრების დოკუმენტი: „მართლმადიდებლური დიასპორა“
01/12/2016
მართლმადიდებლური დიასპორა
1. ა. დადასტურებულია, რომ ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის სურვილია, გადაწყდეს მართლმადიდებლური დიასპორის საკითხი სწრაფად, მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიის თანახმად და მართლმადიდებელი ეკლესიის გადმოცემის წესის მიხედვით.
ბ. დადასტურებულია, ასევე, რომ მოცემულ ეტაპზე ისტორიული და სამოძღვრო მიზნებისათვის არ არის საჭირო მკაცრად განისაზღვროს ერთი ეპისკოპოსი ერთ ადგილას. გადაწყდა, რომ დაცულ იქნეს ის მითითებები, რაც მე-4 პროსინოდალურ საყოველთაო მართლმადიდებლურ შეკრებაზე იქნა მიღებული, სანამ არ დადგება დრო და არ მომწიფდება საკითხი კანონიკური აკრიბიის განხორციელებისთვის.
2. ა. საეპისკოპოსო კრებები ქვემოთ ჩამოთვლილ რეგიონებში შეკრებენ ყველა იქ მყოფ კანონიკურად აღიარებულ ეპისკოპოსს, რომლებიც ემორჩილებიან იმ კანონიკურ იურისდიქციას, რომელსაც დღეს წარმოადგენენ.
ბ. ამ კრებებს შეადგენენ ცალკეული რეგიონის ეპისკოპოსები, რომლებიც კანონიკურ ურთიერთობაში არიან მართლმადიდებელ ეკლესიებთან. მათ თავმჯდომარეობას გასწევს კონსტანტინეპოლის ეკლესიას დაქვემდებერებული მღვდელმთავარი, ხოლო მისი არყოფნისას – სხვა, დიპტიხის რიგის მიხედვით. მათ ექნებათ აღმასრულებელი კომიტეტი, რომლის შემადგენლობაში იქნებიან სხვადასხვა იურისდიქციის პირველი იერარქები, რომლებიც რეგიონში იმყოფებიან.
გ. ამ კრებების ეპისკოპოსთა საქმე და პასუხისმგებლობა იქნება ზრუნვა მართლმადიდებლობის ერთიანობის წარმოსაჩენად და საერთო მოქმედება, რეგიონში მცხოვრები მართლმადიდებლებისათვის სამოძღვრო მსახურების გაწევა, საერთო წარმომადგენლობითობა სხვა აღმსარებლობების წინაშე, მუშაობა თეოლოგიური და საეკლესიო განათლებისთვის და სხვ. ამ თემებზე გადაწყვეტეილებები მიიღება ყველა იმ ეკლესიის თანხმობით, რომელიც კრების წევრია.
3.რეგიონები, სადაც საწყის ეტაპზე ეპისკოპოსთა კრებები გაიმართება, არის:
I კანადა
II ამერიკის შეერთებული შტატები
III სამხრეთ ამერიკა
IV ავსტრალია, ახალი ზელანდია
V დიდი ბრიტანეთი, ირლანდია
VI საფრანგეთი
VII ბელგია, ჰოლანდია, ლუქსემბურგი
VIII ავსტრია
IX იტალია, მალტა
X შვედეთი, ლიხტენშტეინი
XI გერმანია
XII სკანდინავიის ქვეყნები
XIII ესპანეთი, პორტუგალია
4. დიასპორის ისეპისკოპოსები, რომლებიციქ მსახურობენ და სხვა რეგიონებშიც აქვთ ეპარქიები, იქნებიან იმ ეპარქიების საეპისკოპოსოების წევრებიც.
5. საეპისკოპოსო კრებები წევრ ეპისკოპოსებს არ ართმევენ შესაბამის მმართველობით და კანონიკური ხასიათის ფუნქციას და არც ზღუდავენ მათ მოვალეობას დიასპორაში. საეპისკოპოსო კრება განიხილავს მართლმადიდებელი ეკლესიის საერთო პოზიციას გარკვეულ საკითხებზე და არანაირად არ უშლის ხელს წევრ ეპისკოპოსებს, საკუთარი აზრი გამოხატონ გარესამყაროს, ხალხის წინაშე.
6. საეპისკოპოსო კრების თავმჯდომარეები იწვევენ და წარმართავენ ეპარქიის ეპისკოპოსთა საერთო კრებებს (ლიტურგიკულ, სამოძღვრო, მმართველობით და სხვ.). თუ საკითხი საერთო განხილვას ექვემდებარება, თავმჯდომარე მიმართავს მსოფლიო პატრიარქს ფართო საყოველთაო მართლმდიდებლური განხილვისათვის.
7. მართლმადიდებელი ეკლესიები შეთანხმებულნი არიან, რათა არ გადაუხვიონ და შემთხვევითი ქმედებით ზიანი არ მიაყენონ ზემოთ მოყვანილ წესს დიასპორის თემის კანონიკურ გადაწყვეტაში, როგორიც არის მღვდელმთავრებისთვის ტიტულის მინიჭება; რათა ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ საეპისკოპოსო კრებებს გაუადვილდეთ მოქმედება და აღდგეს სრულყოფილი კანონიკური წესი დიასპორაში.
მართლმადიდებელ დიასპორაში ეპისკოპოსთა კრების
მოქმედების წესი
სტატია1
1. თითოეული რეგიონის მართლმადიდებელი ეპისკოპოსები, რომლებიც დადგენილნი არიან მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდი კრების მიერ და კანონიკურად უკავშირდებიან ადგილობრივ მართლმადიდებელ ავტოკეფალიურ ეკლესიებს, შეადგენენ ერთ საეპისკოპოსო კრებას (ასამბლეას.)
2. საეპისკოპოსო კრების წევრები არიან საზღვრებს გარეთ მყოფი მართლმადიდებელი ეპისკოპოსები, რომლებიც ასრულებენ სამოძღვრო მსახურებას რეგიონის ეპარქიებში.
3. პენსიაზე გასული დარეგიონშისტუმრადმყოფი ეპისკოპოსებიც მანამ, სანამ ასრულებენ (1) პარაგრაფის წინაპირობებს, შესაძლებელია მიწვეულ იქნენ კრებაში მონაწილეობისთვის, ხმის უფლების გარეშე.
სტატია2
საეპისკოპოსო კრების მიზანია წარმოაჩინოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობა, ხელი შეუწყოს ეკლესიათა შორის ურთიერთთანამშრომლობას სამოძღვრო მსახურების ყველა სფეროში, შეინარჩუნოს, დაიცვას და განავითაროს შესაბამისი გაერთიანებები, რომლებიც ემორჩილებიან რეგიონის კანონიკურ მართლმადიდებელ ეპისკოპოსებს.
სტატია3
საეპისკოპოსო კრებას ჰყავს აღმასრულებელი კომიტეტი, რომელიც შედგება რეგიონის კანონიკურ ეკლესიათა პირველი (უპირატესი) ეპისკოპოსებისაგან.
სტატია4
1. საეპისკოპოსო კრებას და აღმასრულებელ კომიტეტს ჰყავს ერთი პრეზიდენტი, ერთი ან ორი ვიცეპრეზიდენტი, მდივანი, მოლარე და საკრებულოს მიერ დადგენილი სხვა თანამშრომლები.
2. პრეზიდენტი არის ex officio(უფლებისგარეშე) მსოფლიო საპატრიარქოს ეპისკოპოსთაგან პირველი, დიპტიხში მისი ადგილის გამო. საეპისკოპოსო კრების პრეზიდენტი იწვევს შეკრებებს, წარმართავს მათ მუშაობას, ატარებს საეკლესიო მსახურებას თანამწირველებთან ერთად. საკითხები, რომლებსაც განიხილავს საეპისკოპოსო კრება, მისი პრეზიდენტი (ან მისი შემცვლელი სხვა წევრი) ხელისუფლების, სხვა გაერთინებების ან სხვა რელიგიური ორგანიზაციების წინაშე, წარდგენილი უნდა იყოს მართლმადიდებელ ეკლესიათა საერთო პოზიციის თანახმად.
3. ვიცე პრეზიდენტები განისაზღვრებიან (დგინდებიან) ex officio კრების წევრი ეპისკოპოსებისა და დანარჩენ ეკლესიათა თანხობის საფუძველზე, დიპტიხში მათი ადგილების თანმიმდევრობის მიხედვით. მდივანს, მოლარეს და სხვა თანამშრომლებს ირჩევს კრება. სასურველია, ეს წევრები საეპისკოპოსო ხარისხის არ იყონ.
სტატია 5
1. საეპისკოპოსო კრების მოვალობებია:
ა. იზრუნოს და იმოქმედოს რეგიონის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობის შესანარჩუნებლად მისი თეოლოგიური, ეკლესიოლოგიური, კანონიკური, სულიერი, ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო და მქადაგებლური (იერაპოსტოლური) მოვალეობების შესაბამისად.
ბ. საერთო ინტერესის გამომხატველი აქტივობების კოორდინაცია და განვითარება სამოძღვრო, კატეხიტიკური, ლიტურგიკულიცხოვრების, რელიგიურიგამოცემების, მასმედიასთანურთიერთობების, საეკლესიოგანათლების და სხვა სფეროებში.
გ. სხვა აღმსარებლობების და სხვა რელიგიისწარმომადგენლებთან კონტაქტები.
დ. ყოველივე, რაც წარმოადგენს მართლმადიდებელი ეკლესიის მოვალეობას საზოგადოებასთან და ხელისუფლებასთან ურთიერთობებში.
ე. კანონიკურ საფუძველზერეგიონის მართალმდიდებელთა კავშირის გეგმის მომზადება.
2. მოვალეობების სფეროს განსაზღვრაარანაირად არ ნიშნავს თითოეულიეპისკოპოსის უფლებამოსილებაში ჩარევას ეპარქიის შიგნით და მისი ეკლესიის უფლებისშეზღუდვას, რაც გულისხმობს ურთიერთობებსსაერთაშორისო ორგანიზაციებთან, სახელმწიფო ხელისუფლებასთან, სამოქალაქოსაზოგადოებებთან, მასმედიისსაშუალებებთან, სხვა აღმსარებლობებთან, სახლმწიფოდა რელიგიურორგანიზაციებთან და სხვა რელიგიურკავშირებთან.
საეპისკოპოსო კრებას სპეციალურ ენობრივ, საგანმანათლებლო თუ სამოძღვრო საკითხებთანდაკავშირებით შეუძლიაითანამშრომლოს საეკლესიოხელისუფლებასთან საეკლესიომიზნებისათვის და მრავალფეროვანი ეროვნულიტრადიციების გამო, რათა დაადასტუროსმართლმადიდებლობის ერთიანობარწმენითა და სიყვარულის ერთობით.
სტატია6
1. ეპისკოპოსთა კრება იღებს და ადგენს ეპარქიის ეპისკოპოსთაარჩევის წესს და განწესებსმათ ადგილობრივავტოკეფალიურ ეკლესიებში.
2. განსაზღვრავს კანონიკურიურისდიქციას იმ ადგილობრივი დიასპორებისა,
რომლებიც არ განეკუთვნებიან არც ერთი წმინდა ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებს.
სტატია7
1. საეპისკოპოსო კრება იმართებაწელიწადში ერთხელ მაინც პრეზიდენტისმოწვევით. შეკრებაშედგება, აღმასრულებელი კომიტეტის ან კრების მონაწილეთა 1/3-ის მოთხოვნის შემთხვევაში.
2. კრება გაიმართებასამ თვეში ერთხელ, ან იმდენჯერ, რამდენჯერაცსაჭიროება მოითხოვს,
პრეზიდენტის მოწვევით,
ან წევრთა
1/3-ის წერილობითი მოთხოვნით.
3. ეპისკოპოსთა კრების მოწვევის შესახებუწყება, თუ არ არის განსაკუთრებული მიზეზი,
იგზავნება ორი თვით ადრე, აღმასრულებელი კომიტეტის
შეკრების შესახებკი – ორი კვირით ადრე; ასევე, იგზავნებაგანსახილველ თემათა
(დღის წესრგი)
ჩამონათვალი. დღის წესრიგი უნდა დამტკიცდეს კრების პირველ დღეს, არ უნდა შეიცვალოს არდამსწრეწევრთა გამო და მიღებულუნდა იქნეს ხმათა უმრავლესობით.
სტატია8
აღმასრულებელი კომიტეტი უფლებამოსილია, თუ ესწრება წევრთა 2/3, კრება შედგება მის წევრთა აბსოლუტურიუმრავლესობის დასწრებისასკრების პრეზიდენტის ჩათვლით.
სტატია9
ეპისკოპოსთა კრება გაიმართება მართლმადიდებლური სინოდალური მმართველობის ტრადიციისთანახმად და წარმართავს პრეზიდენტი, რომელსაც გადაწყვეტილების მიღებისას აქვს მაკონტროლებლის პასუხისმგებლობა.
სტატია 10
1. ეპისკოპოსთა კრება გადაწყვეტილებას იღებს ერთხმად.
2. ეპისკოპოსთა კრების კრიზისის დროს კრების წინაშე წარდგენილ ზოგადი ინტერესების გამომხატველსაკითხებს, თუკი ისინი მსოფლიომართლმადიდებლური ხასიათისაა,
პრეზიდენტი საყოველთაოგანხილვისათვის წარუდგენსმსოფლიო პატრიარქს.
სტატია 11
1. საეპისკოპოსო კრების გადაწყვეტილებით შესაძლებელია შედგეს კომისიებიმქდაგებლური, ლიტურგიკული,
სამოძღვრო, ეკონომიკური,
საგანმანათლებლო, საყოველთაოდა სხვა შინაარსის თემათა განსახილეველად, რომელთაცთავჯდომარეობას გაუწევსერთ-ერთი წევრი ეპისკოპოსი.
2. ამ კომისიებისწევრები შეიძლებაიყონ სამღვდელოდა საერო პირები, ვისაც დაადგენს აღმასრულებელი კომიტეტი. მრჩევლები საეპისკოპოსოკრებებზე შეიძლებამოწვეულ იქნენ ხმის უფლებისგარეშე.
სტატია 12
საეპისიკოპოსო კრებას შეუძლია, ზემოთ აღნიშნული წესის შესასრულებლად, შეცვალოს და დაადგინოს საგარეოკანონიკური განაწესიეპარქიის საჭიროებისმიხედვით მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური განსაზღვრების შესაბამისად.
ყველა კანონიკურიდა ეკონომიკურისაკითხი, რომლებიცკრების მუშაობისასგანიხილება, წყდება იმ ეპარქიებისსახელისუფლებო კანონმდებლობის შესაბამისად, სადაც კრების წევრები ახორციელებენთავიანთ უფლებამოსილებას.
სტატია13
არსებული (მოქმედი) საეპისკოპოსო კრების რაიმე ახალი სახის ორგანიზება, სეგმენტაცია, გაუქმებაან შერევა ხდება მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურების კრებაზე, რომელიმე ეკლესიისთხოვნით კრებისადმიან მსოფლიოპატრიარქისადმი.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















