Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


wfgqgw

სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტ, – „მთას ვუბრუნდებით შვილები“-ს გამარჯვებული ბავშვები სტუმრად კათოლიკოს-პატრიარქთან

01/12/2016

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა განახორციელა სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტი, – „მთასვუბრუნდებითშვილები, რომელშიც მონაწილეობდნენ მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.

დღეს, 1 დეკემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ მიიღო აღნიშნულ პროექტში გამარჯვებული ბავშვები, რომელთაც კათოლიკოს-პატრიარქის წინაშე წარმოადგინეს თავისი ფრიად საინტერესო ნააზრევი, თუ როგორ შეიძლება ძირძველი მაღალმთიანი რაიონების სოფლების აღორძინება, რის გამოც მისი უწმინდესობის შექება დაიმსახურეს.

შეხვედრის დასასრულს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა, ბატონმა ვახტანგ წივწივაძემ განაცხადა, რომ მათი უნივერსიტეტი მზად არის თავის სტუდენტებს, რომლებიც უმაღლესის დამთავრების შემდეგ შექმნიან ოჯახებს და დასახლდებიან მაღალმთიანი რაიონების სოფლებში, ხუთი წლის გამნავლობაში მატერიალურად დაეხმარონ, რათა მათ შეიძინონ შინაური ცხოველები, გააშენონ ბაღ-ბოსტანი და შეიქმნან სათანადო პირობები მთაში დასამკვიდრებლად.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced