სიახლეები
გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში ფემიციდის მონიტორინგის სისტემის შექმნას მხარს უჭერს
25/11/2016
25 ნოემბერი ქალთამიმართ ძალადობისწინააღმდეგ ბრძოლისსაერთაშორისო დღეა. ამ დღესთანდაკავშირებით 2016 წლის 25 ნოემბერს საქართველოსსახალხო დამცველმადა გაეროსქალთა ორგანიზაციისწარმომადგენელმა საქართველოშიერიკა კვაპილოვამმედიის წარმომადგენლებთან ქალთამიმართ ძალადობისდა ოჯახშიძალადობის მიმართულებითქვეყანაში არსებულგამოწვევებსა დაპრობლემებზე ისაუბრეს.
სახალხო დამცველმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს მთავრობას და პარლამენტს ხელი შეუწყოს და დააჩქაროს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრის საკითხებზე ევროსაბჭოს კონვენციის რატიფიცირება. ასევე, იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს პარლამენტს, მოახდინონ ფემიციდის, როგორც გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობის დეფინიციის განსაზღვრა სისხლის სამართლის კანონმდებლობაში.
ერიკა კვაპილოვამ მხარიდაუჭირა სახალხო დამცველის მოწოდებას მთავრობის მიმართ შეიქმნას ფემიციდის მონიტორინგის სისტემა, რათა საზოგადოებისთვის ცნობილი იყოს არამარტო ამგვარი ფაქტების, არამედ მათი გამოძიების და დამდგარი განაჩენის შესახებ.
„ამგვარი მონიტორინგის სისტემა მოემსახურება ქალთა მიმართ ძალადობის ამ უმძიმესი ფორმის შესახებ ცნობადობის გაზრდას, სახელმწიფოს მხრიდან რეაგირების გაძლიერებას და რაც უმთავრესია, ამ ტიპის დანაშაულის პრევენციას“, – განაცხადა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















