Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


fwewqw

თბილისის ისტორიის მუზეუმში გამოფენა „კავკასიის გავლით" გაიხსნება

25/11/2016

საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში, პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეა" ფარგლებში, დღეს, გამოფენა სახელწოდებით „კავკასიის გავლით" გაიხსნება.

ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, პროექტი ”თანამედროვე ხელოვნების გალერეა" მიზნად ისახავს საქართველოში თანამედროვე ხელოვნების მხარდაჭერასა და განვითარებას, ხელს უწყობს თანამედროვე ქართული ხელოვნების, როგორც ადგილობრივ და რეგიონალურ, ასევე, საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას.

ამჯერად, თბილისის ისტორიის მუზეუმი უმასპინძლებს პროექტით გათვალისწინებულ რიგით მეოთხე გამოფენას, რომელიც აერთიანებს ხუთი მხატვრის ნამუშევრებს კავკასიის ქვეყნებიდან: დაღესტანი - ტაუს მახაჩევა, ჩეჩნეთი - ასლან გაისუმოვი, სომხეთი - ვაჰრამ აღასიანი, აზერბაიჯანი - ალი ჰასანოვი და საქართველო - ვაჟიკო ჩაჩხიანი.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ობიექტები და ვიდეოინსტალაციები, რომლებშიც იგრძნობა საბჭოთა ეპოქის კვალი. კავკასიის ქვეყნების ხელოვანები ერთგვარი ირონიით გამოხატავენ თანამედროვე მდგომარეობას, როგორც სიბნელიდან გამოსულ, უცნობი მომავლის მოლოდინში არსებულ ცხოვრებას.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced