Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


herqhgrehg

გამომცემლობა „პალიტრა L“ ილია II-ის შესახებ ბიოგრაფიული კრებულის გამოსაცემად ემზადება

25/11/2016

ოთხტომეული უკვე შეიქმნა საქართველოს პატრიარქის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ საარქივო მასალებზე დაყრდნობით და ილია II-ისშესახებ დღემდე გაუსაჯაროებელ დოკუმენტებს აერთიანებს. 

წიგნი „ილია II“ პატრიარქის ცხოვრებისა დამოღვაწეობის გზას ასახავს. კრებულში თავმოყრილია მრავალი სახის ინფორმაცია: საოჯახო წერილები, ბავშვობის, სტუდენტობისა და მისი შემდგომი პერიოდის პირადი ფოტოები, ოფიციალური მიმოწერები საჯარო პირებთან და სხვა დოკუმენტები. წიგნში განთავსებულია მხოლოდ საპატრიარქოს არქივში დაცული მასალები. მასში ვერშევხვდებით თხრობასა დაავტორისეულ შეფასებებს პატრიარქის შესახებ. კრებულში მოცულობითი ინფორმაციაა არამხოლოდ პატრიარქის ცხოვრების შესახებ, არამედ საქართველოს უახლოესი ისტორიიდან. ილია მეორის მოღვაწეობის კონტექსტში აღწერილია პროცესები დამოვლენები, რომლებიც რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ხდებოდა ქვეყანაში. 

წიგნი შეადგინა საპატრიარქოს არქივის ხელმძღვანელმა მზია კაცაძემ, რომელმაც 25 ათასამდე დოკუმენტიდან აარჩია მასალები. კრებულში პატრიარქის ცხოვრების დეტალები ქრონოლოგიურადაა დალაგებული. ოთხტომეულის შეძენა პატრიარქის ცხოვრებისა დამოღვაწეობის შესახებ მკითხველს 19 დეკემბრიდან შეეძლება.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced