Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


ყრჯსტეაჰრ

23 ნოემბერს გია ყანჩელის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის „სევდის ანგელოზების“ პრემიერა გაიმართება

22/11/2016

ხელოვანთა კავშირი CONCEPT-ART დაკომპანია SOCAR 23 ნოემბერს, კინოთეატრ ამირანში, გიაყანჩელის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის „სევდის ანგელოზების“ პრემიერას გამართავს.

ფილმის ჩვენებამდე გაიმართება მიღება დაკონცერტი, რომელზეც ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით გიაყანჩელის ნაწარმოებებს შეასრულებს. სოლისტი გიორგი ცაგარელი (ალტი) იქნება. 

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, ფილმი „სევდის ანგელოზები“ გადაღებულია რამდენიმე ქალაქში საკონცერტო ტურნეს პარალელურად. მათ შორის: ბერლინში, ბრუსელში, ანტვერპენსა და ბაქოში. 

”ფილმში ნახავთ თუ როგორი იყომაესტროს ცხოვრების გზა, კადრებს, რომლებიც არასოდეს გინახავთ, ისტორიებს, რომელიც არასოდეს მოგისმენიათ. ასევე, თქვენ აღმოაჩენთ, რომგია ყანჩელი მისი მუსიკის შესახებ შექმნილი კრიტიკული წერილების უნიკალურ კოლექციასაც ინახავს, ერთ-ერთმათგანს ცნობილი მსახიობი ჯონ მალკოვიჩი გაგაცნობთ”, - აცხადებენ ორგანიზატორები. 

ფილმში მონაწილეობენ: რობერტ სტურუა, გოგი ალექსი-მესხიშვილი, რეზო გაბრიაძე, ნინო ანანიაშვილი, გიდონ კრემერი, ელდარ შენგელაია, სანდრო ყანჩელი, ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი ცაგარელი. 

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced