სიახლეები
ქართველმა მთამსვლელებმა ჰიმალაიზე, ტიანშანსა და კავკასიონზე წარმატებული ასვლები განახორციელეს
17/11/2016
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს მთამსვლელთა გართიანებული ფედერაციის ორგანიზებით, ტიანშანის, ჰიმალაისა და კავკასიონის მწვერვალებზე ქართველმა მთამსვლელებმა მნიშვნელოვანი ასვლები განახორციელეს.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართველმა ალპინისტებმა კავკასიონზე მწვერვალი უშბა (უმაღლესი კატეგორიის სირთულის მარშრუტი სამხრეთ უშბაზე), მწვერვალი ჩათინი (უმაღლესი სირთულის მარშრუტი ე.წ. რომბზე), ტიანშანში პირველი ქართული გზა კორონას სამხრეთ კედელზე, ხან-თენგრი 7 010 მ, მწვერვალი ვაჟა-ფშაველა 6 918 მ, ხოლო ჰიმალაიში მწვერვალი მანასლუ 8 163მ მ ნეპალი) დალაშქრეს. 14 რვაათასიან მწვერვალს შორის მანასლუ სიმაღლით მე-8 ადგილზეა, ხოლო მწვერვალ ჩათინზე ქართველებმა ეს მარშრუტი ბოლოს 20 წლის წინ გაიარეს.
ორთვიანი ექსპედიცია ტიან-შანი 2016, შუა აზიაში, რომლის ფარგლებშიც ალა-არჩას ხეობაში პირველი ქართული გზა დაემატა. ამის შემდეგ კი განხორციელდა ასვლა ხან-თენგრიზე, რომელიც ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე 7000 მ სიმაღლის მთად ითვლება. უწყების ინფორმაციით, მესამე ასვლა განხორციელდა მწვერვალ ვაჟა-ფშაველაზე მძიმე მეტეოროლოგიურ პირობებში 6 918მ-ზე.
შუა აზიიდან დაბრუნებულმა ჩაბმამ ჭაუხში ასათიანის აღმოსავლეთ კედლის პირველი გავლა განახორციელა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















