Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


ewgwgw

ხვალ დავით ყიფიანისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

17/11/2016

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ხვალ, ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, დავით ყიფიანისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება. 

წიგნი, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ მოამზადა და გამოსცა, ფეხბურთელის შესახებ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებულ წერილებსა დაინტერვიუებს, ფოტოსურათებსა დამოგონებებს შეიცავს.

გამოცემის ავტორი ჟურნალ „ათიანის“ მთავარი რედაქტორი გია გორგოძეა. 

დავით ყიფიანი ყველა დროის ყველაზე წარმატებული თბილისის „დინამოს“ ვარსკვლავი გახლდათ. კლუბთან ერთად მან საკავშირო ჩემპიონატი, თასი (ორჯერ), სხვადასხვა სინჯის მედლები, 1981 წელს კითასების მფლობელთა თასი მოიგო. 1977 წელს ისსაბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. 
2016 წლის 18 ნოემბერს დავით ყიფიანს 65 წელი შეუსრულდებოდა. ის 2001 წლის 17 სექტემბერს მომხდარი ავტოავარიისას დაიღუპა. 

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced