Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


wgwgwq

დღეს, დიდი ქართველი პოეტის, გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა

17/11/2016

დღეს, დიდი ქართველი პოეტის, გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა

დღეს, გამოჩენილი ქართველი პოეტის და საზოგადომოღვაწის,  საქართველოსსახალხოპოეტის (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის (1944). გალაკტიონტაბიძისდაბადებისდღე, 125 წლისიუბილეა.

გალაკტიონ ტაბიძემ იმთავითვე დაიმკვიდრა „გენიალური გალაკტიონის“ და „პოეტების მეფის“ სახელი. „მე და ღამემ“, „მთაწმინდის მთვარემ“, „ლურჯა ცხენებმა“, „სილაჟვარდემ...“, „მერიმ“ და მრავალმა სხვა ლექსმა მკითხველს წარმოუდგინა სრულიად ახლებური პოეტური სამყარო, ქართული ბგერის დიდებული კეთილხმოვანება, სიტყვის მოქნილობა, საოცარი უნარი რიტმის, ფერის, ტონისა თუ ნახევარტონების გადმოცემისა. 

ტაბიძის შემოქმედების დასაწყისი XX საუკუნის 10-იანწლებზე მოდის ეს იყო პერიოდი, როცა ლირიკაში კვლავ განუყოფლად ბატონობდა აკაკი წერეთლის ავტორიტეტი. უხვად მომადლებული პოეტური ნიჭის წყალობით გალაკტიონმა ქართული პოეტიკა ახალ ეტაპზე დააყენა. გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედება რამდენიმე ათეული წელია გადაულახავ მწვერვალად დგას თანამედროვე ქართულ პოეზიაში. ამ ხნის მანძილზე არ მოსულა არც ერთი პოეტური თაობა, რომელსაც მისი გავლენა არ განეცადოს. თანამედროვე ქართულ პოეზიაში ტაბიძის ავტორიტეტი კვლავ განუყოფლად ბატონობს და დღესაც გადაუჭრელ ამოცანად რჩება ქართული ლექსის თვისებრივად ახალი, მის ლექსთან შედარებით უფრო მაღალ საფეხურზე აყვანა. მისი ლექსები თარგმნილია მსოფლიოს ხალხთა მრავალ ენაზე.

 „პოეტებისმეფემ“ სიცოცხლე 1959 წლის 17 მარტს თვითმკვლელობით დაასრულა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced