Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


wfwgq

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე საპატრიარქოში (16.11.2016)

16/11/2016

16 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საპატრიარქო რეზიდენციაში მიიღო საქართველოში არსებული სხვადასხვა კონფესიის ლიდერები და მათი წარმომადგენლები:

საქართველოს შეიხი რამინ იგიდოვი, აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი იასინ ალიევი, დასავლეთ საქართველოს მუფტი – ბეგლარ ქამაშიძე, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის არქიმანდრიტი ჰორენ ჰოვანისიანი, რაბინი რახამინ მურდუხაშვილი, თბილისის დიდი სინაგოგის გამგეობის თავმჯდომარე მერაბ ჩანჩალაშვილი, ბატონი ჯამლეტ ხუხაშვილი, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსი ჰანს იოჰან კიდერლენი, ლათინ-კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის მღვდელმსახური მაჩეი მამაი, საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის პასტორი შმაგი ჭანკვეტაძე და იეზიდთა სასულიერო კრების თავმჯდომარე დიმიტრი ფირბარი.

საპატრიარქოს მხრიდან მიღებას ესწრებოდნენ: საგარეო განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდ-ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, რელიგიებთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი, თეა გოგოტიშვილი.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მხრიდან ესწრებოდნენ: თავმჯდომარე, ბატონი ზაზა ვაშაყმაძე და მისი მთავარი მრჩეველი, ქალბატონი მერი ლომია.

აღნიშნული შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში განხორციელდა რელიგიის სხელმწიფო სააგენტოს ინიციატივით. ბატონმა ზაზა ვაშაყმაძემ რელიგიურ ორგანიზაციებს შესთავაზა, რომ ტოლერანტობის დღე მომავალში აღინიშნოს საქართველოში მოქმედ სხვადასხვა რელიგიურ ცენტრში, რასაც სტუმრები დიდი მოწონებით შეხვდნენ.

მიღებამ გულთბილ ვითარებაში ჩაიარა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced